Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/07/2025)

რა ხდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 📝საქალაქო სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

16:01 2.7.2025

შეთანხმდა ასეთი ფორმატი, მხარეები მოსამართლესთან ერთად ნახავენ ვიდეოს, მიუთითებენ მხოლოდ მნიშველოვან მომენტებზე და ვიდეოს დასრულების შემდეგ იტყვიან, რატომ იყო ვიდეოს ესა და ეს წუთი მნიშვნელოვანი. პროკურორებს უპასუხებენ ადვოკატები,

პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს ვიდეოს იმ ნაწილებზე, სადაც ჩანს, როგორ იღებენ სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები ხელში რაღაც ნივთებს მიწიდან, როგორ „ისვრიან“ პროკურორების მტკიცებით ინსაფ ალიევი და თორნიე გოშაძე „პოლიციის მიმართულებით“ ნივთებს.

პროკურორებს პასუხობს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი: აღნიშნულ ვიდეომასალაზე არ ჩანს თარიღი, როდის არის ვიდეო გადაღებული, ეს ერთი გარემოება, რაც არ დასტურდება.

ამის შემდეგ ადვოკატი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კადრს, სადაც პროკურორების მტკიცებით, ინსაფ ალიევია გამოსახულიო. „ექსპერტს არ უკვლევია ეს კადრი და არ უთქვამს, რომ ინსაფ ალიევიაო".

ამასთან ამბობს, რომ როცა პროკურორები ჯგუფურობაზე საუბრობენ, ამ ვიდეოზე ჩანს, რომ კონტაქტი არავისთან არ არის.

გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, წუთებიდან 00:16-00:22-მდე რაკურსი იცვლება, „პირი, რომელსაც ალიევად მოიხსენიებენ პროკურორები, ამ კადრში აღარ არისო“.

ახლა ადვოკატი საუბრობს იმ მონაკვეთზე, რომელზე დაყრდნობითაც პროკურორები ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტები ქვაფენილიდან აყრილ ქვებს აგროვებდნენ. გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, ეს კადრი მიმონტაჟებულია, ცნობილი არაა, როდის გადაიღეს და სად.

დაცვის მხარეს ყურადღებას აჩერებს კადრზე, სადაც ჩანს, როგორ ისვრის რამდენიმე მოქალაქე ნივთს, თუმცა არ ჩანს, სად ვარდება. ადვოკატი ამბობს, რომ ექპერტიზები ამ კადრზე ინსაფ ალიევის ყოფნას არ ადასტურებს.

„პროკურორები ინსაფ ალიევს აკავშირებენ წითელ ქურთუკიანთან, რომელსაც ალიევი საერთოდ არ იცნობს", - ამბობს ადვოკატი. პროკურორების მტკიცებით, ეს წითელქურთუკიანი კაცი თორნიკე გოშაძეა, ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული.

15:45 2.7.2025

დარბაზში ისევ გამორთეს ელექტროენერგია, ყველა თვალი დარბაზის მარცხნივ მდგომი ეკრანისკენაა.

პროკურორი ამბობს: „ვხედავთ აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც ისვრის ნივთს პოლიციის მიმართულებით“

„რუსთაველის გამზირზე“, - მიუგეს ადვოკატებმა

პროკურორი აგრძელებს: „ჩანს ინსაფ ალიევი, ხელში უჭირავს ქვაფენილის ფილა და ისვრის სამართალდამცველების მიმარტულებით, შემდეგ გამოჩნდება კადრი, როგორ ყრიან ქვაფენილებს აქციის მონაწილეებს და ის ქვა უჭირავს“.

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი აკეთებს განმარტებას: „ეს ნივთი ქვა არის თუ არა, კვლევა არ ჩატარებულა. ასევე ექსპერტს უშუალოდ ამ კადრზე არ უთქვამს, რომ ეს პიროვნება ინსაფ ალიევია. ერთი კადრი ჰქონდა ამორჩეული“.

მოსამართლე ჩაერია და მოუწოდა მხარეებს, თუ რაიმე მნიშვნელოვანი იქნება და ყურადღება უნდა მივაქციოთ მაშინ მიგვითითეთო, არ შემიძლია ეს კამათიო.

გააგრძელა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ: „ექსპერტს არ უთქვამს, რომ ეს პირი ინსაფ ალიევი არ არის, მან რამდენიმე კადრი შეისწავლა და ერთი მოიტანა საილუსტრაციოდ“

15:39 2.7.2025

ექსპერტ ნინო ბორაშვილის დაკითხვა დასრულდა. პროკურორები ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევაზე გადადიან.


15:28 2.7.2025

ჩემს უკან სკამზე ზის კაცი, რომელიც სასამართლო სხდომას ფურცელზე ხატავს.

„ჩემი სურვილითო“, - ამბობს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG