გუჯა ავსაჯანიშვილი მოწმე ექსპერტს: არსებობს რაღაც მახასიათებლები, რომლებიც შეისწავლეთ, მაგრამ არ ჩაგვიწერეთ?
მოწმე: შეხედეთ, ჩემი საკვლევი არის იერსახის გამოსახულება...[არ ასრულებინებს სიტყვას]
ვახტანგ ცალუღელაშვილი, პროკურორი: „ადვოკატს არ აქვს უფლება მოწმეს უკარნახოს რა უპასუხოს და რა არა და შეზღუდოს ის. ის რომ კარნახობს ადვოკატი კი ან არა მიპასუხეო, ეს არ შეიძლება“.
მოსამართლე: „დაკითხვის ფორმას ირჩევთ თქვენ, დაცვის მხარე. თუ გსურთ მიიღოთ კი ან არა პასუხი, დასვით კითხვა, რომ მიიღოთ პასუხი კი ან არა“.
ადვოკატი: მადლობა, ბატონო მოსამართლე
დაკითხვაში ერევა პროკურორი, ვაჟა თოდუა: „უნდათ დაუმახინჯონ ნათქვამი“.
ადვოკატი პასუხობს: „კარგით რა, რას ვამახინჯებთ, დაარიგეთ მოიყვანეთ აქ და ათქმევინებთ 27 წლის გოგოს სისულეეებს“.
გუჯა ავსაჯანიშვილი აგრძელებს დაკითხვას:
ადვოკატი: საიდან იცოდით ინსაფ ალიევი რომელი შეიძლება ყოფილიყო ვიდეოში?
მოწმე: პაკეტს და დისკს ეწერა ალიევი
ადვოკატი: ვიდეო არის ორწუთიანი, სადაც არაერთი ადამიანია გამოსახული. თქვენ მეუბნებით, რომ ჯერ დასქრინეთ და ბაზაში მერე შეამოწმეთ. როცა სქრინავდით, როგორ ამოარჩინეთ, რომ ეს პიროვნება იყო ალიევი?
მოწმე: დისკს რომ გახსნი, იქ არის სქრინი, მე სქრინი პარალელურად გადავიღე, ვიდეო გახსნილი არ მქონდა.
დაკითხვის ეს ნაწილი ადვოკატს მეტად არ განუვრცია.
ფორუმი