კომიტეტის განცხადებით, 19 ივნისის მდგომარეობით, სომხური ბრენდირებული კონიაკით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილებმა - 33-მა სატვირთო მანქანამ - დატოვა გამშვები პუნქტი.
წინა დღეს, 18 ივნისს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ პირობა დადო, რომ 50 სატვირთო ავტომობილს გაუშვებდა.
სომხური მხარე ბოლო პერიოდში საუბრობდა კონიაკის ტრანზიტის გაჭიანურებაზე პროდუქციის შემოწმების საფუძვლით, რასთან დაკავშირებით ერევანში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა.
10 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მისწერეს, რომ ქართული მხარისგან არ მიუღიათ „არსებითი განმარტებები“ კონიაკის ტრანზიტთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
მანამდე ამ საკითხის განხილვას მინისტრი პაპოიანი აპირებდა დავით სონღულაშვილთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომელიც 6 ივნისს ერევანში ჩასვლას გეგმავდა.
თუმცა ვიზიტი გაუქმდა. საგარეო უწყებაში თქვეს, რომ ვიზიტის გაუქმება სონღულაშვილს საფრანგეთში დაგეგმილ მაღალი დონის მინისტერიალში მონაწილეობის გამო მოუწია. ამასთან, ერევანში კულტურის დღეებზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გაემგზავრა.
ფორუმი