Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში "უშიშროების საბჭოს" ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს


ფოტო არქივიდან: ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა
ფოტო არქივიდან: ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა "უშიშროების საბჭოს" ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას.

მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნბას გარდა, საბჭოს შემადგენლობაში შედიან

  • ბესლან ბიგვავა, "ვიცე-პრეზიდენტი";
  • ადგურ აგრბა, "გენერალური პროკურორი";
  • ვლადიმირ ანუა, "თავდაცვის მინისტრი";
  • ლაშა აშუბა, "პარლამენტის თავმჯდომარე";
  • ოლეგ ბარციცი, "საგარეო საქმეთა მინისტრი";
  • დმიტრი დბარი, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე";
  • ვლადიმირ დელბა, "პრემიერ-მინისტრი";
  • რობერტ კიუტი, "ვიცე-პრემიერი, "შინაგან საქმეთა მინისტრი";
  • რაულ ლოლუა, "უშიშროების საბჭოს მდივანი";
  • ვლადიმირ სავჩენკო, "შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი";
  • ბესლან ეშბა, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი".


ბრძანებულებას ხელი 16 ივნისს მოეწერა, „პირის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მოსამზადებლად“.

გუნბამ "პრეზიდენტის" პოსტი მიმდინარე წლის 2 აპრილს დაიკავა. 1 მარტს ჩატარებული "არჩევნების" მეორე ტურის შემდეგ მან ხმების 54,73% (54 954 ადამიანი) მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG