გამოცემის ცნობით, რუსული და ამერიკული ავიაგამანადგურებლები ერთმანეთს უკრაინა-რუსეთის საზღვართან, ჩრდილო-აღმოსავლეთში დაუპირისპირდნენ: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გამანადგურებლები გაგზავნა კურსკის ოლქში მდებარე რუსული პოზიციების დასაბომბად. რუსეთის საჰაერო ძალებმა კი მასთან შესახვედრად თავისი მრავალფუნქციური Су-35 გამანადგურებელი გაუშვა.
„რუსმა პილოტმა არ იცოდა, რომ ჩასაფრებაში მოჰყვებოდა: ამერიკულ F-16-თან ერთად აფრინდა შვედური Saab 340 AEW&C თვითმფრინავი, რომელმაც Су-35 დააფიქსირა საზღვრიდან 200-300 კმ-ში და შესაბამისი კოორდინატები გადასცა F-16-ის უკრაინულ ეკიპაჟს“, - იტყობინებიან გერმანელი ჟურნალისტები.
შედეგად, Су-35 ჩამოაგდეს AIM-120 რაკეტით რუსეთის ტერიტორიაზევე, საზღვრიდან 16 კილომეტრში, კურსკის ოლქის ქალაქ კორენევოს მახლობლად.
პილოტმა მოასწრო კატაპულტირება.
ამავე დღეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ კურსკის მიმართულებაზე ჩამოაგდეს რუსული Су-35 გამანადგურებელი, თუმცა მეტი დეტალი არ გამოქვეყნებულა.
„ეს არის ისტორიაში F-16-სა და Су-35-ს შორის პირველი ასეთი პრაქტიკული საჰაერო დუელი. უნდა ითქვას, რომ F-16 და ამ თვითმფრინავის მოდიფიკაციები, რომლებიც უკრაინას აქვს, სულაც არ არის ახალი. ხოლო Су-35 რუსული სამხედრო ავიაციის ახალი პროდუქტია და ზოგადად, თავისი პოზიციებითა და პოტენციალით გაცილებით ძლიერ გამანადგურებლად ითვლებოდა, ვიდრე F-16. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ხედავთ, კონფლიქტი მის სასარგებლოდ არ დასრულებულა“, - განაცხადა დამოუკიდებელმა რუსმა სამხედრო და პოლიტიკურმა ექსპერტმა იური ფიოდოროვმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის საჰაერო ძალების მიერ საჰაერო ბრძოლის კომპეტენტურმა ორგანიზებამ, კერძოდ, F-16-ისა და Saab-ის ტანდემის მუშაობამ.
F-16 Fighting Falcon-ი არის ამერიკული მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც შექმნა General Dynamics-მა (ახლა Lockheed Martin-ი) აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის. ეს არის ერთადგილიანი ან ორადგილიანი მსუბუქი გამანადგურებელი, რომელიც განკუთვნილია როგორც საჰაერო ბრძოლისთვის, ასევე ხმელეთზე მდებარე სამიზნეებზე იერიშისთვის.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები (F-16C/D Block 50/52 ვერსიის მაგალითზე):
გაფრენის მახასიათებლები:
სიგრძე - 15,06 მ;
ფრთების გაშლა - 9,96 მ;
სიმაღლე - 4,88 მ;
მაქსიმალური აფრენის წონა - 19,200 კგ;
ძრავი: ერთი Pratt & Whitney F100-PW-229 ან General Electric F110-GE-129;
მაქსიმალური სიჩქარე - 2,0 მახი (დაახლოებით 2,400 კმ/სთ);
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე - 15,200 მ;
ფრენის დიაპაზონი (მაქს. საწვავით) - დაახლოებით 4,220 კმ.
შეიარაღება:
ერთი 20 მმ-იანი M61A1 ტყვიამფრქვევი (6-ლულიანი);
ჰაერი-ჰაერი რაკეტები: AIM-9 Sidewinder, AIM-120 AMRAAM;
ჰაერი-მიწა რაკეტები: AGM-65 Maverick, JDAM, Paveway, AGM-88 HARM და სხვა.
შეუძლია ატაროს ბირთვული ბომბებიც (თუ მოდიფიცირებულია ამისთვის).
მოწინავე რადარი (AN/APG-68 ან AESA ტიპის AN/APG-83);
ფრენის კონტროლის fly-by-wire სისტემა;
თანამედროვე ავიონიკა და HUD (head-up display)
მრავალფუნქციური ეკრანები (MFD).
Су-35 („სუხოი 35“) არის რუსული მრავალფუნქციური მეოთხე+ თაობის გამანადგურებელი, რომელიც წარმოადგენს Су-27-ის ღრმა მოდერნიზაციას. ის განკუთვნილია როგორც საჰაერო უპირატესობის მოპოვებისთვის, ასევე სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლად. Су-35 ითვლება რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ძლიერ გამანადგურებლად, რომელიც იყენებს მეხუთე თაობის ზოგიერთ ტექნოლოგიას.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები (Су-35С):
სიგრძე - 21,9 მ;
ფრთების გაშლა - 15,3 მ;
სიმაღლე - 5,9 მ;
ცარიელი წონა - 18,400 კგ;
აფრენის მაქსიმალური წონა - 34,500 კგ;
მაქსიმალური სიჩქარე - 2,400 კმ/სთ (2,25 მახი);
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე - 20,000 მ;
ფრენის მაქსიმალური დიაპაზონი - 3,600 კმ; 4,500+ კმ (დამატებითი ავზით).
შეიარაღება:
ერთი შიდა 30 მმ-იანი ტყვიამფრქვევი ГШ-30-1 (150 ჭურვი);
ჰაერი-ჰაერი რაკეტები: R-77, R-73, R-27;
ჰაერი-მიწა: Kh-29, Kh-31, Kh-58, Kh-59, ბომბები FAB, KAB (მართვადი/უმართავი).
აქვს ბირთვული იარაღის ტარების უნარი.
ფორუმი