ქართველი რეჟისორის, პროდიუსერისა და ოპერატორის, ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა, "წმინდა ელექტროენერგიამ" 17 აგვისტოს ლოკარნოს კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდი აიღო და ის ახალგაზრდა ჟიურის რჩეულ სურათად დაასახელეს. იმ დღეს სცენაზე ასულმა რეჟისორმა ქართული კინოს ბოიკოტზე ისაუბრა და გამარჯვება ქართულ კინოსაზოგადოებას მიუძღვნა. რამდენიმე დღეში ფილმი სარაევოს კინოფესტივალზეც აჩვენეს - ამ ჩვენებას ესწრებოდნენ მთავარი როლის შემსრულებლებიც, არაპროფესიონალი მსახიობები, ბარტ ნიკოლო და გონგო (ნიკა გონგაძე). რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ტატო ჰყვება, როგორ აარჩია ათობით არაპროფესიონალი მსახიობი თავისი ფილმისთვის, როგორ არჩევდნენ გადასაღებ ადგილებს ქალაქის გარეუბნებში და რა გამოწვევების წინაშე დგას დამოუკიდებელი ქართული კინო, რომელიც უკვე მეორე წელია საქართველოს კინოცენტრს, ფილმწარმოების მთავარ დამფინანსებელ სახელმწიფო ინსტიტუტს, ბოიკოტს უცხადებს.
ტატო კოტეტიშვილის "წმინდა ელექტროენერგია"
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
ფორუმი