აცრა
სამედიცინო უნივერსიტეტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტი 31 ივლისს გაიხსნა. სპორტულ დარბაზში სამედიცინო ტიხრებით მოწყობილ სივრცეს დღეში 4 000-მდე მოქალაქის მიღება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების დაპირებით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო სპეციალური ავტობუსებით უზრუნველყოფს, სამედიცინო უნივერსიტეტში გახსნილ ამცრელ პუნქტში, ბოლო დღეებია იკლო ამცრელთა რაოდენობამ. 18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარებულია 857 056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი. 17 აგვისტოს აიცრა 25 241 პირი. ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...