დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავს ვერცხლის მონეტა მიეძღვნა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტა 27 თებერვლიდან გაიყიდება როგორც ონლაინ, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში. მონეტის ღირებულება 75 ლარს შეადგენს. საკოლექციო მონეტის ავერსის მთავარი კომპოზიციაა დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული არათანაბარი რგოლები, რაც დიზაინერის თქმით, სიმბოლურად გამოსახავს პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტარების რიცხვს. მონეტის რევერსის კომპოზიცია კი იმ შენობის გრაფიკული გამოსახულებაა, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა - დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. საკოლექციო მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და მისი რაოდენობა სულ 2000 ცალია. მონეტის დიამეტრი 33 მმ.-ია და იწონის 15,5 გრამს. 2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ოთხი საკოლექციო მონეტის გამოშვებას გეგმავს: პირველი ქართული მარკის გამოშვებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონეტა; რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი მონეტა; საქართველოს სახელმწიფო ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტა და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მონეტა.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის