რეზინის ბოტები „ციფრული ბოტების“ წინააღმდეგ
მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა აქცია „ბოტები კანცელარიისათვის“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, ე.წ. „ბოტებს“ აპროტესტებენ. 5 ივნისს ფეისბუკის ათასობით მომხმარებელი ხარხარის აღმნიშვნელი ღილაკით, ე.წ. "ჰაჰას" სიცილაკით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და რომელშიც არასამთავრობოების ნაწილს ადანაშაულებს "ულტიმატუმის ენით საუბარში", ხოლო იუსტიციის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას უწოდებს "აბსურდულს". პრემიერის პოსტის ე.წ. "მომწონებლებს" შორის კი ასობით ე.წ. "ბოტი", დიდი ალბათობით, ყალბი პროფილი გამოჩნდა, უცხოური ან გაუგებარი სახელებით. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური კატეგორიულად უარყოფს „ბოტების“ გამოყენებას და აცხადებს, რომ „ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ „ტროლინგი“, მიზნად ისახავს პრემიერ-მინისტრის ფეისბუკგვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირებას.
ეპიზოდები
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი