განახლებული მართვის მოწმობები
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების მოქმედების ვადა 2018 წლის პირველ იანვარს იწურება. ახალი მოწმობის ასაღებად მძღოლებმა მომსახურების სააგენტოს უნდა მიაკითხონ. განახლებული მართვის მოწმობისთვის მძღოლებს მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა და ახალი მოწმობის საფასურის -15 ლარის - გადახდა მოუწევთ. მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მართვის მოწმობების შეცვლა გამოიწვია ევროდირექტივის მოთხოვნამ, მოწმობაში აღნიშნული იყოს მისი მოქმედების ვადა, ანუ მართვის მოწმობები გაიცემა კონკრეტული ვადით და ის, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, 5-დან 15 წლამდე მერყეობს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?