ძალადობის შემთხვევები გრძელდება” - ასე იწყებს ბრიუსელში დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტი “საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი” თავის ბოლო ანგარიშს საქართველოზე სახელწოდებით: “საქართველო - ზამთრის პერიოდის რისკები”. რა რისკებს, რა საფრთხეებს ხედავს ეს ავტორიტეტიანი კვლევითი ცენტრი?
საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა თავისი 13-წლიანი არსებობის მანძილზე, შეძლო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ანალიტიკური ცენტრის რეპუტაციის დამკვიდრება - მის შეფასებებსა და რეკომენდაციებს ანგარიშს უწევენ როგორც მთავრობები, ისე მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები - მათ შორის გაერო - კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების სფეროში.
სცადა თუ არა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა, შეესრულებინა თავისი მთავარი მისია - კონფლიქტის თავიდან აცილების ხელშეწყობა - რუსეთ-საქართველოს ომის შემთხვევაში? ამ შეკითხვით მივმართეთ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის საქართველოს პროგრამის დირექტორს, ლორენს შიტსს, რომელიც ორშაბათს გვესტუმრა რადიო თავისუფლების პარღის სტუდიაში: “კი, ეს ნამდვილად ვცადეთ. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა გამოუშვა რამდენიმე ანგარიში, რომელშიც გამოთქვამდა გაფრთხილებას სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის გამწვავების გამო. ეს იყო კარგა ხნით ადრე - აგვისტოში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე - 2004-ში, 2006-ში, 2007დ წელს. ეს იყო ანგარიშები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. მათში ლაპარაკი იყო საფრთხეზე, რომ ეს ე.წ.ი გაყინული კონფლიქტები, ისევ აღარ დაექვემდებარებოდა კონტროლს”.
ეს ვარაუდი გამართლდა, რაც კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის საერთაშორისო კრიზსიის ჯგუფის სამომავლო ვარაუდს: ის კი არც თუ სახარბიელოა. ორგანიზაციის ექსპერტები, რპომლებიც ადგილებზე - კონფლიქტურ რეგიონებში, ან მათს მახლობლად მუშაობენ - საქართველოსთვის რეალრურ რისკებს ხედავენ წზამთრის პერიოდში. ლორენს შიტსი განმარტავს, რა რისკებს?
“ჩვენ ვხედავთ საჭიროებას, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელოს რეფორმები, რომლებზეც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სექტემბერში ისაუბრა. მათი მეშვეობით შესაძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესება. სავსებით ნათელია ახალი საარჩევნო კანონის აუცილებლობა - ეს ბევრჯერ აქვს ნათქვამი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას. საჭიროა საარჩევნო კანონი, რომელიც ადამიანებს ნდობით განაწყობს. ხალხი დიდად არ ენდობა მთავრობას - ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია. ლაპარაკია პრესის თავისუფლებაზე. როცა პერსის თავისუფლებას ვახსენებ - ყველასთვის, ვინც საქართველოს იცნობს, ნათელია, რომ იგულისხმება ტელევიზია. ეს არის ფუნდამენტური მნიშვნელოვბის საკითხები, და ამ მხრივ ვითარების გამოსწორება ძნელი არ არის - საკმაოდ ადვილია მათი შეცვლა” - რა არის საფრთხე, თუ ამ მხრივ ვითარება არ შეიცვალა - რა შეიძლება მოხდეს უარეს შემთვხევაში? - ვეკითხები საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის საქართველოს პროგრამის დირექტორს:
“ყველაზე უარეს შემთხვევაში, პოლიტიკური კონფრონტაცია გაღრმავდება მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი დიალოგი - დიალოგის გარეშე, კონფრონტაციას მიიღებ - თან კონფრონტაციას ეკონომიკური მგდმოარეობის გაუარესების ფონზე. ომმა ძალიან მძიმე ზარალი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ვიცით, რომ ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. და ეს ხდება გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის დროს. რისკია სოციალური უკმაყოფილება. და ეს უკმაყოფილება, შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს, ან სხვა არასასურველი გამოხატულება ჰპოვოს. ამიტომ არის საჭირო დიალოგი”. ამბობს ლორენს შიტსი, რომელიც უნდა ითქვას, რომ საუცხოოდ ერკვევა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში: ის მრავალი წელი იყო ავტორიტეტიანი დასავლური საინფორმაციო საშუალებების კორესპონდენტი რუსეთსა და სამხრეთ კავკასიაში - ვიდრე, ამ რამდენიმე თვის წინ სათავეში მოექცეოდა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის საქართველოს პროგრამას. რაც შეეხება მთავარ საგარეო-პოლიტიკურ საფრთხეს - ის საქართველოსთვის, ბუნებრივია, რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება- ომის განახლების რისკი, ლორენს შიტსის შეფასებით, აშკარაა. რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ეს საფრთხე რეალობად არ იქცეს:
“საქართველო - რაც უნდა რთული იყოს ეს ზოგ სიტუაციაში - არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას. არ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც წარუმატებელი აღმოჩნდა - სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრჯერ. ეს ითქმის საქართველოს არა მარტო ამჟამინდელ ხელსიუფლებაზე - არამედ წინა ხელსუფლებებზეც, რაც სავსებით გასაგებია, როცა საქმე ზოგადად ახალ ქვეყანას ეხება. ასეთ ვითარებაში არის ხოლმე ტენდენცია, რომ არ ფიქრობ შესაძლო შედეგებზე. და მართლაც ტრაგიკული იქნებოდა რუსეთთან მორიგ კონფრონტაციაში შესვლა”.
დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც ევრკავშირმა დაიწყო იმ მიზნით, რომ ნათელი მოეფინოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, მის მიზეზებსა და კონკრეტულ ეტაპებს, ლორენს შიტსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს - უკავშირებს იმედს, რომ პასუხი გაეცემა, მისივე თქმით, ამ უარღესად რთულ, ხანგრძლივი ისტორიის მქონე პრობლემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.