როგორ და რა ვითარებაში აიყვანეს ეჭვმიტანილი, ან რა ხდებოდა წელს 10 მაისს თბილისში, როცა არუთინოვმა, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ისროლა. ამის შესახებ წერს მრავალი გამოცემა, მათ შორის გაზეთები “ლოს ანჯელეს ტაიმსი”, “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი”, “ველტი”, საინტერნეტო გამოცემა “იურეიშა ვიუ”.
“ნიუ იორკ ტაიმსის” ჟურნალისტმა კი უფრო ვრცელი სტატია მიუძღვნა ეჭვმიტანილ არუთინოვის დაკავებას: ეს ჟურნალისტია ს.ჯ. ჩაივერსი, რომელმაც ინფორმაცია საქართველოს ორი უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირთან სატელეფონო საუბრითაც მოიპოვა. ამიტომაც ვფიქრობთ, გამორჩეულ ინტერესს სწორედ “ნიუ იორკ ტაიმსის” 22 ივლისის ნომერში დაბეჭდილი პუბლიკაცია იმსახურებს.
აქვე ვიტყვი, რომ ჟურნალისტი ჩაივერსი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და ეროვნული უშიშრეობის საბჭოს მდივან გელა ბეჟუაშვილს. როგორც ჟურნალისტმა მერაბიშვილისგან შეიტყო:
“არუტიუნიანის მოტივი ჯერ გაურკვეველია, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებით, გამომძიებლებს რომ შეექმნათ, მას მტრული დამოკიდებულება აქვს შეერთებული შტატების მიმართ და არუტინიანი მარტო მოქმედებდა”. ეს ალბათ, განსაკუთრებით საყურადღებო ინფორმაციაა, რომელიც “ნიუ იორკ ტაიმსის” ჟურნალისტმა მერაბიშვილისაგან მიიღო.
შემდეგ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეჭვმიტანილის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს მასმედიაში გავრცელდა ეჭვმიტანილის ფოტოსურათი: მასზე გამოსახული იყო წვერგაპარსული ახალგაზრდა კაცი შავი ქურთუკით და შავი მზის სათვალეებით.
“ბეჟუაშვილის განცხადებით, ამ სურათებს მიაგნეს ქართველი და ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოძიებისას, რომლის დროსაც შეისწავლეს 10 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილებისთვის გადაღებული ყველა ფოტოსურათი, თუ ვიდეომასალა - სატელიტური გამოსახულებების ჩათვლით. როგორც კი ეჭვმიტანილის სურათი გამოქვეყნდა, დაიწყო მოსვლა მრავალმა მითითებამ, რომლებსაც არუტუნიანთან მივყავდით და ის მალევე იქნა დაპატიმრებული. ბოლო დროს მას წვერი მოეშვა”, ვკითხულობთ “ნიუ იორკ ტაიმსში”.
სტატია მთავრდება ინფორმაციით, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა ქართველი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისგან მიიღო: “მერაბიშვილმა განაცხადა, რომ არუტიუნიანი იყო წევრი სეპარატისტული პარტიისა, რომელიც მხარს უჭერდა აჭარის ყოფილ, დამხობილ ხელისუფლებას (...) მაგრამ, მერაბიშვილისვე განცხადებით, ნათელი არ არის, რა კავშირი ჰქონდა, თუ საერთოდ ჰქონდა, სეპარატისტულ პოლიტიკას ამ ინციდენტთან. ჯერ არ არის დადგენილი არც ის, სად იშოვა ეჭვმიტანილმა ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც პოლიციას ესროლა”. ასე ამთავრებს სტატიას ამერიკელი ჟურნალისტი.
თბილისში 10 მაისის არშემდგარი აფეთქებისა არ იყოს, არ შედგა არც აფეთქებები 21 ივლისს ლონდონში. ლონდონშივე წლევანდელი 7 ივლისისაგან განსხვავებით, როცა აფეთქებებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 21 ივლისს მსხვერპლი, საბედნიეროდ, არ ყოფილა. პრესის გამოხმაურება კი ფართოა და ახლა რამდენიმე კომენტარს შემოგთავაზებთ.
ჯერ ვარშავის ყოველდღიური “ჟეჩპოსპოლიტა”. მასში ვკითხულობთ: “ყოველი თავდასხმა ლონდონში შემაშფოთებელი სიმბოლოს სახეს იძენს. 7 ივლისის აფეთქებების შემდეგ ტერორისტები დარწმუნებული არიან, რომ ყოველი ბომბი ლონდონში - სულ ერთია, აფეთქდება თუ არა - ავტომატურად გახდება დღის მთავარი თემა. ტერორისტები ყველაფერს აკეთებენ ლონდონელებისათვის ძილის დასაფრთხობად (...) იმისაგან დამოუკიდებლად, თუ ვინ დგას ბოლო აფეთქებების უკან, მათი სტრატეგია უკვე გამოიკვეთა: მიზნად არის დასახული შიშის ზარის დაცემა დასავლეთის მშვიდობისმოყვარე საზოგადოებებისთვის”.
რომში გამომავალი “რეპუბლიკაც” ლონდონში არშემდგარი აფეთქებების სიმბოლურ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას: “ახალი თავდასხმა ლონდონზე - გამეორდა სცენები, რომლებიც 7 ივლისს ვიხილეთ. სიმბოლური მნიშვნელობა აშკარაა: თავდამსხმელები იმუქრებიან - ჩვენ აქ ვართ, ბევრნი ვართ და შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში ისევ დაგარტყათ. ეს არის გამოწვევა, რომელიც მხოლოდ თავდასხმელების მოუხერხებლობის გამო არ იქცა საშინელ ტრაგედიად. მიზანი ნათელია: პანიკის დათესვა, დასავლური მეტროპოლიიის სასიცოცხლო არტერიის - სატრანსპორტო სისტემის - განადგურება, შიშის დამბლის დაცემა ადამიანებისთვის, რომლებმაც ლოზუნგად გაიხადეს სიტყვები “არ გვეშინია”.
ახლა, ვნახოთ, რას წერენ ლონდონშივე: გაზეთ “ინდეპენდენტში” ვეცნობით მოთხოვნას, რომ მეტროში მგზავრების კონტროლი არანაკლებ მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე აეროპორტებშია: “მეტროში უშიშროების ზომების გამკაცრებას ახლა მნიშვნელოვანი არგუმენტები ამყარებს: როგორც აეროპორტებში, მეტროშიც უნდა გაკონტროლდეს ყველა, ვისაც ჩანთები აქვს. ზოგს ამის გაგონებაც არ ენდომება, მაგრამ მოსახლეობა, როგორც წესი, სწრაფად ეჩვევა ხოლმე უშიშროების ახალ ზომებს, როცა მათს მიზანშეწონილობაში რწმუნდება. მაგრამ რასაკვირველია, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ლონდონი ვერასოდეს იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო.”