წინ უძღვის ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამა “ახალ ევროპას”, დისონანსი შეიჭრა: ევროპის ჰიმნის ტექსტში ლაპარაკია სიხარულზე, ადამიანებს რომ აერთიანებს და მათ ძმებადაც კი აქცევს. რეალურად კი ევროპის კონტინენტზე გამოიკვეთა პროცესი, რომელიც არა თუ არ იძლევა საყოველთაო სიხარულის საფუძველს: საგონებელში აგდებს ევროკავშირის მესვეურთ...
და ყველაფერი ეს იმის გამო, რომ საფრანგეთში კვირას გამართულ საყოველთაო რეფერენდუმში ამომრჩეველთა უმრავლესობამ უარი თქვა ევროკავშირის კონსტიტუციაზე. საფრანგეთი, ჯერ-ჯერობით, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ახალი კონსტიტუცია უარყო - მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთიც საკმარისია კონსტიტუციის ჩასაგდებად. ჩვენს გადაცემებში უკვე არაერთხელ გვითქვამს, რომ კონსტიტუცია, იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს, ევროკავშირის ყველა, 25-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოიწონოს. მაშ რა აზრი აქვს ფრანგების არჩევანის შემდეგ რეფერნდუმების ჩატარებას სხვა ქვეყნებში, თუნდაც ჰოლანდიაში, სადაც რეფერენდუმი ხვალ იმართება?
[ლუი მიშელის ხმა] “ჩემი აზრით, საფრანგეთში კონსტიტუციის უარყოფა არ ნიშნავს კონსტიტუციის დასასრულს. ცხადია, საქმე გართულდა, მოგვიწევს ხალხის დარწმუნება, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, როგორც დავიცავით ფრანგების უფლება, უნდა დავიცვათ ევროპის სხვა ხალხების უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება: მიიღონ გადაწყვეტილება და გაგავაცნონ თავიანთი აზრი ამ პრობლემაზე”. ეს სიტყვები ევროკომისიის წევრმა ლუი მიშელმა წარმოთქვა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში კონსტიტუციის ჩავარდნის გამო, ბუნებრივია, ყველას დაებადა შეკითხვა: რაღა აზრი აქვს რეფერენდუმის გამართვას ევროკავშირის სხვა ქვეყნებში?
რეფერენდუმს აზრი აქვს, როგორც ლუი მიშელი განმარტავს, იმის გამო, რომ საჭიროა სხვებსაც, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებსაც მიეცეთ აზრის გამოთქმის საშუალება. იგივე არგუმენტი მოიყვანა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა: საშუალება მივცეთ სხვებსაც, გამოთქვან თავიანთი პოზიციაო. [ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა]
ეს სხვები, რომელთა აზრის მოსმენას ასე მოელიან ევროკავშირის მესვეურები, უწინარეს ყოვლისა, ჰოლანდიელები არიან. ისინი ხვალ მონაწილეობენ რეფერენდუმში ევროკავშირის კონსტიტუციაზე. და თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ვენდობით, ფაქტობრივად, ეჭვს არ იწვევს, რომ ჰოლანდიელები, როგორც ფრანგები, უარყოფენ კონსტიტუციას. რატომ, ამსტერდამელი ექსპერტი, მორის დე ჰონდი განმარტავს: [მორის დე ჰონდის ხმა] “საქმე, სინამდვილეში, კონსტიტუციის შინაარსს არ ეხება, იმიტომ, რომ მასში წესიერად თითქმის ვერავინ ერკვევა და მოისმენთ მის სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციებსს. ეს რეფერენდუმი, ფაქტობრივად, არ არის რეფერენდუმი კონსტიტუციაზე - ალბათ, უფრო არის კენჭისყრა იმის შესახებ, რაც 5 წლის წინ მოხდა და რაზეც რეფერენდუმი არ გამართულა: ახალი ფულადი ერთეულის, ევროს შემოღებას ვგულისხმობ. ზოგი ამით ძალიან უკმაყოფილოა - ამიტომ ისინი გამოთქვამენ აზრს, რომლის გამოთქმაც 5 წლის წინ სურდათ”.
ექსპერტები ეროვნულ ვალუტა გულდენის ევროთი შეცვლის გარდა ჰოლანდიელების უკმაყოფილების სხვა მიზეზებსაც ასახელებენ - მათ შორის ევროკავშირში თურქეთის მიღების პერსპექტივას.
საერთოდ, ჰოლანდია, ისევე როგორც საფრანგეთი, ევროკავშირის დამფუძნებელი წევრია - შესაბამისად, ამ გაერთიანების ყველაზე სტაჟიან წევრებს შორის დგას და ჰოლანდიელებში ევროკავშირის მხარდაჭერა ყოველთვის ძლიერი იყო - ბოლო წლებამდე... პოლიტიკის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში შესამჩნევმა დესტაბილიზაციამ ჰოლანდიელებში გააჩინა შეხედულება, რომ აუცილებელი არ არის, მათთვის კარგი არ იყოს ყველაფერი, რაც ევროკავშირში ხდება.
[ინეკე პადმის ხმა] “ვფიქრობ, კანონები ჰოლანდიაში მკვეთრად განსხვავდება კანონებისაგან ევროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩვენი ლიბერალური კონონები ნარკოტიკების, პროსტიტუციის, ევთანაზიის საკითხებში. მე მომწონს ეს კანონები და ვფიქრობ, სხვა ევროპელებისათვის გაუგებარია ჩვენი იდეები, ჩვენი იდეალები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება ევროპის კონსტიტუციაზე დათანხმება”, - ამ აზრს გამოთქვამს ამსტერდამელი ინეკე პადმი. ახლა კი საშუალება გვაქვს, კიდევ ერთი ამსტერდამელის მოსაზრებები გაგაცნოთ - ეს გახლავთ მხატვარი მაია ჩიჯავაძე, რომელიც მრავალი წელია ცხოვრობს ჰოლანდიაში.
[ინტერვიუ მაია ჩიჯავაძესთან: იხ. აუდიოვერსია]
ამსტერდამელი ქართველი მხატვრის, მაია ჩიჯავაძის ნაამბობიდან აშკარაა, რომ ჰოლანდიის მთავრობა პრემიერ-მინისტრ იან პეტერ ბალკენენდეს ხელმძღვანელობით, პოპულარობით არ გამორჩევა.
ამასთან, ბალკენენდემ, როგორც ჩანს, ვერ შეძლო ჰოლანდიელების დაყოლიება, რომ 1 ივნისს გამოხატონ დამოკიდებულება არა ბალკენენდეს მთავრობის, არამედ ევროკავშირის კონსტიტუციის მიმართ. ასე ფიქრობს ბრიუსელში განთავსებული კვლევითი ცენტრის - “ევროპის პოლიტიკის ცენტრის” დირექტორი ჯონ პალმერი. [ჯონ პალმერის ხმა] “ჰოლანდიელებს, როგორც ჩანს, საშინაო პოლიტიკის საკითხები უფრო აწუხებთ - საქმე ის არის, რომ ბალკენენდეს მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციური მთავრობა ძალიან არაპოპულარულია. იგივე ითქმის საფრანგეთში პრეზიდენტ შირაკის მთავრობაზე და ხალხი პროტესტს გამოთქვამს ამ მთავრობების წინააღმდეგ”.
და თუ მართლაც ასეა, 1 ივნისს ჰოლანდიაში ევროკავშირის კონსტიტუციაზე კენჭისყრას დადებითი შედეგით დასრულება არ უწერია. საფრანგეთში ასეთ წარუმატებლობას პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოჰყვა. რა მოხდება ჰოლანდიაში, რა ბედი ელის პრემიერ-მინისტრ ბალკენენდეს -1-2 დღეში შევიტყობთ. სახარბიელო არც ევროკავშირის კონსტიტუციის ბედი ჩანს. მასზე კი ევროკავშირის მორიგ სამიტზე, 16-17 ივნისს იმსჯელებენ.