ეს ჯგუფი, აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანის პირობების შესწავლის მიზნით, ჰოლანდიაში შაბათს ჩავა.
აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამო ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის ინიციატივას საქართველოში ბევრი სკეპტიკურად უყურებს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო რომის ხელშეკრულების, რომის სტატუტის საფუძველზე ყალიბდება, საქართველო კი, მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერდა ასეთი სასამართლოს შექმნას, რომის სტატუტს არ მიერთებია. თამაზ ნადარეიშვილი უარყოს გავრცელებულ შეხედულებას, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მხოლოდ რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების სარჩელებზე მოუწევს რეაგირება.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "სარჩელის შეტანა მაინც შეიძლება ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე. თუმცა მიმართვას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რომის სტატუტთან მიერთება. მე მგონი, ეს პრობლემა არ იქნება. თუკი გაჩნდება საჭიროება, ორივე ფრაქცია დავიწყებთ მოძრაობას პარლამენტში და ვფიქრობ, ამას რომის სტატუტის რატიფიცირება 10 დღეში მოჰყვება. აფხაზეთის უზენაეს საბჭოს შეუძლია ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანა, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება პრეზიდენტის ან პარლამენტის მიმართვა."
სწორედ ამ და სხვა ტექნიკური საკითხების გასარკვევად ჩავა ჰააგაში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს იურისტთა 3 კაციანი ჯგუფი. უზენაესი საბჭოს უფრო წარმომადგენლობითი დელეგაცია კი, თამაზ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, იქაურობას ესტუმრება მოგვიანებით - მას შემდეგ, რაც თბილისში იურისტთა ჯგუფის მიერ ჩამოტანილ ინფორმაციას გაეცნობა და ამ ინფორმაციის საფუძველზე ჰააგის სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტაციას მოამზადებს. ეს იქნება დოკუმენტები აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ 2002 წლიდან ჩადენილ დანაშაულთა შესახებ. თამაზ ნადარეიშვილის თქმით, ჰააგის სასამართლოს განხილვას სწორედ 2002 წლიდან ჩადენილი მძიმე დანაშაულები ექვემდებარება. ოღონდ, როგორც ითქვა, ჩვენს შემთხვევაში სარჩელის მომზადებას აზრი ექნება, თუ სასამართლოს სახელმწიფო მიმართავს, შემდეგ კი რომის სტატუტის რატიფიცირებას მოახდენს. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შევა სარჩელი აფხაზეთში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში, ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა შესახებ - ეთნიკური ნიშნით ადამიანთა გატაცებებისა და მკვლელობების, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის პირობებში ადამიანთა გასამართლებისა და მათი სიკვდილით დასჯის შესახებ. თამაზ ნადარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლოს მიმართულებით გააქტიურება იქნება მნიშვნელოვანი მექანიზმი აფხაზთა მხარზე ზეწოლისა და სამშვიდობო მოლაპარაკებათა ეფექტიანობის მიღწევისთვის. სხვები კი ფიქრობენ, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად აფხაზეთის უზენაეს საბჭოს უფრო სერიოზული მზადება და საერთაშორისო სამართლის ექსპერტებთან ინტენსიური კონსულტაციების გამართვა მართებს.