უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის გარდა, პოზიცია შეიცვალა და სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებას დასთანხმდა. ასე რომ, სადავო საკითხი გადაწყვეტილია. რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გაყვანის პრობლემა ივლისის ბოლომდე დაკონსერვდა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს აფხაზეთში არსებული ვითარების შენარჩუნებას მოასწავებს და მეტს არაფერს, საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში ახალი ეტაპი იწყება. რას უნდა ნიშნავდეს ეს "ახალი ეტაპი" და რა ახალი ინიციატივები იკვეთება აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებით?.
"სამშვიდობოებისთვის მანდატის გაგრძელება აღარ უნდა აღვიქვათ ჩვეულებრივ ფაქტად. ახლახან მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებაში "ახალი ეტაპი" იქნება,"- ასე ფიქრობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე. ახალი კი ჯერჯერობით მხოლოდ ის არის, რომ აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ მსჯელობა მოსკოვსა და ჟენევაში ვითარდება. ირაკლი მენაღარიშვილი მოსკოვში, ჟენევის მოლაპრაკების პარალელურად, მართავს შეხვედრებს იგორ ივანოვთან. მიზანი პუტინის და შევარდნაძის შეთანხმების რეალიზაცია, ანუ პუტინის ცნობილი განცხადებით: "რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დევნილთა დაბრუნების სინქრონიზაციაა." მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებას სიახლის მოლოდინი ნაკლებად უკავშირდება, ამდენად, ერთგვარ სათადარიგო ჟესტად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ედუარდ შევარდნაძემ საგარეო საქმეთა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრებს, აფხაზეთში გაეროს წესდების მეშვიდე თავის ამოქმედების მიზნით, კონსულტაციების დაწყება დაავალა.
ჟენევის მოლაპარაკების წინ სოხუმში უშედეგოდ დასრულდა საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის შეხვედრები. აფხაზთა მხარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სტატუსის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს და არც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეხვედრების განახლებას თანხმდება. შეგახსენებთ, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო 2001 წლის იანვრის შემდეგ აღარ შეკრებილა. მას შემდეგ ორმხრივ მოლაპარაკებას აფხაზები მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ პირებთან მართავენ. რამდენიმე დღის წინ მათ კრასნოდარის მხარის გუბერნატორთან გააფორმეს შეთანხმება ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. სოხუმისა და რუსეთის ლტოლვა ერთმანეთისკენ უფრო და უფრო შეუქცევად ხასიათის იღებს, ამდენად, მარტო ცინიზმად არ უნდა მივიჩნიოთ არძინბას პრესმდივნის განცხადება: იდეალური იქნება, თუ თბილისი სამშვიდობო ძალებს მანდატს ყოველ ექვს თვეში კი არა, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე გაუგრძელებსო. ძნელი სათქმელია, სოხუმის ამ თვითკმაყოფილებას რამდენად დაარღვევს აპრილში შევარდნაძის კიევში ჩასვლა და უკრაინასა და მოლდოვაში საქართველოს წარმომადგენლის გრიგოლ ქათამაძის მოლოდინი, რომ ეს ვიზიტი აფხაზეთში უკრაინელ მშვიდობისმყოფელთა გაგზავნის საკითხში სიცხადეს შეიტანს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სამშვიდობო ოპერაციებში საკმაო გამოცდილება აქვს ( უკრაინელმა მშვიდობისმყოფელებმა მშვენივრად აჩვენეს თავი კოსოვოში, სამხრეთ ლიბანში და სხვაგან) და, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიდი ხანია მზად არის აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში, ამისთვის გაეროს თანხმობაა საჭირო. უკრაინა, არანაკლები მონდომებით ცდილობდა სამშვიდობოების დნესტრისპირეთში წარგზავნასაც, მაგრამ - ამაოდ. მართლაც, რას უნდა ნიშნავდეს თედო ჯაფარიძის მიერ ნაწინასწარმეტყველები ახალი ეტაპი? ამ შეკითხვას სხვა პასუხი არ მოეძებნება იმის გარდა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მთელ იმედს ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირებს და სანამ შტატები აფხაზეთისთვის მოიცლის, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტების ყოფნის დადასტურებას ცდილობს.