ავლაბარში ჩამონგრეული სახლის მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ
ავლაბარში, მეტეხის ქუჩა #14-ში ავარიული სახლის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლის ჩამოშლილ ნაწილში სამი ოჯახი ცხოვრობდა. დაზარალებული ოჯახები ამბობენ, რომ ქირისათვის მერიის მიერ შეთავაზებული 300 ლარი, არაფერში ეყოფათ. ისინი დახმარებას ითხოვენ. მეტეხის ქუჩა #14-ში მთლიანობაში 30 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მერიის ინფორმაციით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან სახლის დანარჩენი ნაწილი კონსტრუქციულად მდგრადია. მერიის ინფორმაციითვე, მას შემდეგ, რაც სპეციალური კვლევის შედეგები იქნება ცნობილი, დედაქალაქის მერია გადაწყვეტილებას მიიღებს, სახლის ეს ნაწილი რა სახით უნდა აღდგეს.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის