რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უკვე საუკუნეებს ითვლის და ამ დროის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ მოიტანა ნგრევა და არაერთხელ გახდა მიზეზი საქართველოს რეგრესისა. შეგვიძლია რამდენიმე ყველაზე ცხადი მაგალითი გავიხსენოთ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე. ისინი 16 აგვისტოს რუსთველის გამზირზე აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
13 აგვისტოს გარდაიცვალა აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 30-მდე წიგნის ავტორი.
ფსიქიატრიას საბჭოთა სისტემა იმ ხალხის წინააღმდეგ იყენებდა, რომელიც რეჟიმს ებრძოდა ან უბრალოდ არ ეთანხმებოდა. სხვაგვარად მოაზროვნეებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აგზავნიდნენ და ძალით მკურნალობდნენ.
ნანუკა ჯორჯაძემ, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობს, მხოლოდ საქართველოს საზღვარზე, უცხოეთში გაფრენის წინ გაიგო, რომ ორი, 5000-ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი და თუ არ გადაიხადა უკან დაბრუნებულს ქვეყანაში არ შემოუშვებენ.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, როდესაც გორს რუსული ავიაცია ბომბავდა, სხვა ბევრ რამესთან ერთად კავშირგაბმულობაც დაზიანდა.
გაბრიელ თათარაშვილი „პოლიტიკური რეპრესიების - „დიდი ბოროტების“ ეპოქამ იმსხვერპლა“-ო, - წერს იოსებ ალიმბარაშვილი, რომელიც დღევანდელი გორის უნივერსიტეტის პირველი რექტორის ისტორიას იკვლევდა.
ზაფხულში თითქოს უფრო მეტი დრო აქვს ადამიანს და უფრო მეტადაც შეუძლია საკითხავად მოიცალოს. რა წავიკითხოთ? ერთი მხრივ პასუხი მარტივია, რაც გაგიხარდებათ! მაგრამ რამდენიმე წიგნი მართლაც შეიძლება გირჩიოთ.
გადაკეთებული მაყუჩების გამო მძღოლებს მანქანებს ართმევენ და საჯარიმოზე გადაჰყავთ.
თბილისის 38 გრადუსი სიცხე ყველაზე რთული პატიმრებისთვის გამოდგა. იურისტები ამბობენ, რომ ციხეებში აუტანლად ცხელა, ამინდის პროგნოზი კვლავ ცხელ დღეებს წინასწარმეტყველებს, იუსტიციის საბჭო კი ირწმუნება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაგრილების სისტემა მუშაობს.
უჭირთ ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა, წერა, არ იციან ქართული, ვერ აყალიბებენ აზრს... გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა.
საგაზაფხულო სესია იწყება თებერვლის პირველი სამშაბათით და სრულდება ივნისის ბოლო პარასკევით. წელს ის 27 ივნისს დაიხურა, თუმცა შემდეგ ორი რიგგარეშე სესიაც დაინიშნა.
ბოლო წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძველი გვარების დაბრუნებას ცდილობენ. რუსიფიკაციის გავლენით ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით შუა აზიაში, ტრადიციულ გვარებს რუსული დაბოლოებით წერდნენ.
რუსეთი, ალბანეთი, ირანი - არჩევნების ბოიკოტი, რომელზეც საქართველოში ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა დავობენ, ამ ქვეყნებმა უკვე გამოიარეს. რა მოიტანა პროტესტის ამ ფორმამ, რა გამოცდილება აქვს მსოფლიოს?
აფხაზეთში ტურისტული სეზონი სკანდალით დაიწყო. კვირაზე მეტია სოციალურ ქსელში ადგილობრივები და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ედავებიან. აფხაზებს ღარიბი რუსი ტურისტები „არ აწყობთ“, რუსებს - მოუწყობელი აფხაზეთი.
ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება, ირანის პარლამენტი თანახმაა, ახლა ჯერი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზეა.
სომხური ეკლესიის მეთაურის კვალდაკვალ, ნიკოლ ფაშინიანი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშეს, მილიარდერ სამუელ კარაპეტიანს დაუპირისპირდა. მას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
ირანის ცას ისრაელი აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც თელ- ავივმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და ირანს ბომბავს, ყველას - ამ კონფლიქტის ღრმად მცოდნეებსაც და არც ისე - აინტერესებთ, ხომ არ დასრულდება ესკალაცია არა მხოლოდ ირანის დამარცხებით, არამედ აიათოლების რეჟიმის ცვლილებითაც.
„ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან..." რვა საუკუნის წინ დაწერილმა ამ პოემამ საქართველო „ვეფხისტყაოსნის ქვეყნად“ აქცია.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ იმ ადამიანების დასჯა დაიწყო, რომლებიც ვირტუალურ სივრცეში თანამდებობის პირს ან საჯარო მოხელეს შეურაცხყოფენ.
ჩამოტვირთე მეტი