ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმებს ბუნკერში ემალება, თავისი სიკვდილის შემთხვევაში, შემცვლელად სამი მაღალი რანგის სასულიერო პირის კანდიდატურა შეარჩია.
Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ირანელებთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მიენიჭა, რადგან ტრამპი ცდილობს შეინარჩუნოს რაიმე სახის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რამაც შეიძლება რეგიონში ვითარება დაამშვიდოს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი აცხადებს,რომ ირანის მხრიდან ნებისმიერ შურისძიებას გაცილებით უფრო მკაცრი პასუხი მოჰყვება და გონივრული იქნება, თუ ირანი ამ სიტყვებს გაითვალისწინებს.
რომის პაპმა ლეო XIV-მ 22 ივნისს, საკვირაო წირვაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს ომის თავიდან ასაცილებლად, კონფლიქტი კი დიპლომატიამ ჩაანაცვლოს.
„ირანმა არასდროს უნდა მოიპოვოს ბომბი“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და დასძენს, რომ მოახლოებული კრიზისის ფონზე ახლო აღმოსავლეთში, სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს.
აშშ-ის მიერ ირანის ბირთული ობიექტების დაბომბვის საკითხს და შექმნილ ვითარებას, ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.
ჩამოტვირთე მეტი