17 წლის ემა ბჟალავამ პირდაპირ ეთერში დაწვა თავისი აფხაზური პასპორტი. აფხაზეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მას კი კვლავ ემუქრებიან მოკვლით.
ერთი წლისთავზე, რაც გერმანიამ საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენი სამხედრო მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი რუს პოლიტპატიმრებზე გაცვალა, ბერლინმა ხანგოშვილის ოჯახის 12 წევრი, მათ შორის, მისი ძმა ქვეყნიდან გააძევა.
ინგუშეთში გაიმართა რუსეთ-საქართველოს პირველი ახალგაზრდული ფორუმი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო რუსეთიდან და საქართველოდან ჩასულმა ასზე მეტმა სტუდენტმა, ბლოგერმა და ეკონომიკურმა კომენტატორმა.
2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება გამოაცხადა, თბილისში საპროტესტო აქციები ყოველდღიურობა გახდა. მათ შორის, ვინც რუსთველის გამზირზე გამოდის არის 32 წლის აქტივისტი ლორენა ბერია, სოხუმში დაბადებული და ორ ომს შორის გაზრდილი.
მილიონები, მოქალაქეობა და „ პატივი ემსახურო რუსეთს“ - რუსული ვებსაიტი „სამშობლოს ძალა“ საქართველოს იმ მოქალქეებს მიმართავს, ვისაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა სურს. რეკრუტირების საიტი ხაზს უსვამს ქართველბის „მეომრულ ტრადიციებს“ მათ „განსაკუთრებულ პირობებს“ სთავაზობს.
საქართველოში პროტესტის თავისუფლების კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდა. ადამიანის უფლებათა დამცველები და აქტივისტები ამ ცვლილებებს რუსეთისა და ბელარუსის პრაქტიკას ადარებენ.
ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთში, გალის რაიონში, მასწავლებლების საწინააღმდეგო კამპანია აგორდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთ სკოლაში "ჯაშუშობაში" ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
"ევროპის კარი იხურება დროებით... პოლიტიკური რეჟიმისა და პოლიტიკური კლიმატის შეცვლით, ვითარება შეიძლება შეიცვალოს ორ ან ხუთ წელიწადში", - ამბობს გერმანული ჟურნალის, Osteuropa-ს რედაქტორი ფოლკერ ვაიქსელი.
"კეთილი იყოს თბილისში შენი ჩამოსვლა, ჩემო ძმაო", - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხამზატ ჩიმაევს, შერეული ორთაბრძოლების (MMA) ჩეჩენ ჩემპიონს, რომელიც, ოქტაგონზე გამარჯვებების გარდა, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან სიახლოვითაც არის ცნობილი.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ასობით ათასი რუსი არჩევანის წინაშე დადგა: დარჩენილიყო ქვეყანაში თუ წასულიყო. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 100 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა.
"...საქართველოს მოქალაქეს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება ემუქრება. მოსკოვი ედავება, რომ ის უკრაინის მხარეს იბრძოდა. ერევანმა გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა".
ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წელი ვლადსილავ არძინბას წლადაა გამოცხადებული - "პირველი პრეზიდენტისა" და ადამიანისა, რომლის სახელიც ადგილზე ბევრისთვის დამოუკიდებლობის იდეას განასახიერებს. მაგრამ სწორედ წელს, მის სახელს სკანდალი დაუკავშირდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, თვითაღიარებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეს პირველად შეექმნა საბრძოლო მოქმედებების ზონაში აღმოჩენის საფრთხე. ეს 24 ივლისის ღამეს მოხდა. გზად სოჭისკენ, უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი გადაკვეთეს.
ორი თვეა საქართველო-რუსეთის საზღვარზე 95 უკრაინელი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ბოლო თვეში სარდაფის დატოვება მხოლოდ ექვსმა ადამიანმა მოახერხა. სხვები სასოწარკვეთისგან პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.
გურიის პატარა სოფელში შესაძლოა კოსმოდრომი მოეწყოს? ყველაფერი რუსეთის ორი მოქალაქის ჩანაფიქრით რომ მიდიოდეს, გურია კოსმოსურ ცენტრად გადაიქცეოდა და იქიდან თანამგზავრებს გაუშვებდნენ, მაგრამ ეჭვობენ, რომ ამ ამბიციური გეგმის უკან კრემლი დგას.
ორმოცდაათამდე უკრაინელი უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოსა და რუსეთს შორის, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ცხოვრობს.
მაისის მზიან დილას ჰაიკინგი ორი ახალგაზრდა ქალისთვის ცუდად დასრულდა. სვეტა და ლიზა, რუსეთის მოქალაქეები, თბილისის შემოგარენში ძაღლთან ერთად სეირნობისას ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.
ყაზახეთის მედია სულ უფრო ხშირად წერს საქართველოს საზღვრიდან დეპორტირებული ტურისტების შესახებ. მოგზაურობით ტკბობის ნაცვლად ყაზახი ტურისტები ნამდვილ განსაცდელში ვარდებიან. მათთვის საზღვარი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ბარიერადაც იქცა.
ჩამოტვირთე მეტი