რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი გარევაჭრობის ნებართვას და მოწესრიგებას ითხოვენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად გამართა ელექტრონული კურსის პრეზენტაცია, რომელიც სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრას ეხება.
ევროპელი ლიდერები საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ულოცავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ევროპასთან.
„ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ“, - წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში.
22 მარტს მწერალთა სახლში გაიხსნა გამოფენა „ომი ჩემი ფანჯრიდან“. გამოფენაში 16 ხელოვანი იღებს მონაწილეობას და იქ ძირითადად 90-იან წლებში შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება.
22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები, განსხვავებული აზრის გამო თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, განზრახ ჩაუდეს.
„ჩემი ხმა საზოგადოებაში“ - ეს არის 2017 წლის გზავნილი დაუნის სინდრომის დღისთვის, რომელიც მსოფლიომ პირველად 12 წლის წინ აღნიშნა და უკვე მეექვსე წელია ეს დღე გაეროს ეგიდით აღინიშნება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი სამხედრო ძალებს ზრდის. ამ ინფორმაციას 17 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ რეკომენდაციით.
საქართველოს ბაზარზე არსებული ჯანმრთელობისათვის საშიში სათამაშოების შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და მიმართავს მთავრობას სათამაშოების უსაფრთხოების მიზნით დროულად გაატარონ ღონისძიებები.
საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი - ტყიბული, გორი, ზუგდიდი და ხონი - მოექცა გამოკვლევის არეალში, რომლის მიზანიც იყო ამ მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გამოკვლევა.
ნანა ყაულაშვილის სახლში 42 ხელნაკეთი თოჯინა ცხოვრობს. მისი თოჯინები ცხოვრობენ ქართველი თუ უცხოელი კოლექციონერების სახლებშიც. ნანა პროფესიით ექიმ-ოფთალმოლოგია, თუმცა ექვსი წლის წინ ინტერნეტის დახმარებით თოჯინების კეთების ხელოვნებას დაეუფლა და მეთოჯინეობა მის მეორე პროფესიად იქცა.
სტარტი აიღო ორწლიანმა ანტისტიგმა კამპანიამ „დაინახე ყველაფერი“, რომლის მიზანიცაა შშმ ბავშვების მიმართ სტიგმის დაძლევა და საზოგადოების ცნობიერების შეცვლა.
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება. პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას დაუბრუნდა.
ჩირლიდინგი სპორტის დამოუკიდებელი სახეობაა, რომელიც მოიცავს შოუსა და სანახაობრივი სპორტის ელემენტებს. ჩირლიდიგნი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად, პირველი: თავად ჩირლიდერთა გუნდების შეჯიბრი და, მეორე: მაყურებელთა გამხნევება.
ჩამოტვირთე მეტი