რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
საქართველოს პარლამენტში შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმსჯელა კანონპროექტზე ხმაურის დასაშვები ნორმების შესახებ.
13 თებერვალს მსოფლიო რადიოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ეს დღე იუნესკოს ინიციატივით დაარსდა და წელს ის უკვე მეექვსედ აღინიშნება. ამ დღის მიზანია რადიოს, როგორც მედიასაშუალების, მნიშვნელობის ხაზგასმა და მისი განვითარების ხელშეწყობა. რას ნიშნავს რადიო თქვენთვის?
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ორდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში დასრულებულია. 9-10 თებერვალს მან რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში.
ხელოვნების სასახლის დირექტორმა ორიოდე წლის წინ დუბლინში მიაკვლია 200-ზე მეტ საგაზეთო კორესპონდენციას საქართველოსა და ერეკლე მეორის შესახებ. 29 გამომცემლობა ჰერაკლიუსის, ანუ მეფე ერეკლეს, საგმირო საქმეების შესახებ უამბობს მკითხველს.
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. მან ეს სტატუსი 2014 წელს რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად მოიპოვა და მას შემდეგ მიმდინარეობს 2018 წლისთვის მზადება.
9 თებერვალს, 11 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს, კითხვებს დაუსვამს მის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.
გალერეა „black and white“-ში გაიხსნა სომეხი ფოტოგრაფის, გერმან ავაკიანის, ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „სახეები თბილისიდან“. ფოტოგრაფმა 40 ადამიანის 40 შავ-თეთრ ფოტოში გააერთიანა პროექტის იდეა - მრავალეროვანი თბილისი.
პირველ თებერვალს გაიმართა საჯარო ფორუმი, სახელწოდებით „განსახლება, როგორც ეკომიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის მოკლევადიანი სტრატეგია“.
ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს, ჟურნალისტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დაუსვეს შეკითხვები.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტამბოლის კონვენციად წოდებული ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.
კორუფციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, კორუფციის აღქმის 2016 წლის ინდექსი. ორგანიზაციის მიერ 176 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყნების 69%-ში კორუფციის აღქმა ძალიან მაღალია. საქართველო 44-ე ადგილზეა.
„სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც ქალთა გენიტალიების დასახიჩრება ამიერიდან სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებთა საახალწლო მოგონებები და განწყობები.
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა „ლურჯი სუფრა“. გამოფენაზე წარმოდგენილმა ექსპონატებმა წარმოაჩინეს გზა, რომელიც ლურჯმა სუფრამ განვლო ხალხური ხელოვნებიდან პროფესიონალი მხატვრების შემოქმედებამდე.
რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა 26 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციები კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ცვლილებებს მოითხოვენ. მათი მოთხოვნა იმ საგანგაშო სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 70-მდე ბავშვი ემსხვერპლა და 2 500-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულთა გაზრდილი მაჩვენებლისა და დანაშაულთა უტყუარი სტატისტიკის არარსებობის შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი