რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
2016 წლის 9 თვის განმავლობაში, 2014-15 წლებთან შედარებით, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სახელწოდებით „2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობა“.
დეკემბრის ბოლომდე, ანუ მომდევნო რამდენიმე დღეში, შეუდგება მუშაობას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მომავალი წლის აპრილამდე შეიმუშავებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის განხილვაც უკვე კომისიის ფარგლებს გასცდება და დაიწყება როგორც სახალხო განხილვები, ისე საპარლამენტო მოსმენები.
12 დეკემბერს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გამართა კონფერენცია თემაზე „რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევები“.
კომპანიას, რომლის მეწილეც, 2014 წლის ჩათვლით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მისი მოადგილე და კულტურის სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი იყო, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მილიონ 200 ათასზე მეტი დავალიანება აქვს.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2015-2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 ”სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
„კანონი კლავს“ - ამგვარი სახელწოდების აქციით ეხმაურებიან ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში მოქმედ ნარკოპოლიტიკას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წარადგინა საბოლოო ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ფიდელ კასტრო, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა კუნძულოვან სახელმწიფოს, 37 წლის ასაკში, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ოთხი წლის თავზე, 1963 წელს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ისტორიული მოგზაურობის ფარგლებში, საქართველოს ეწვია.
ლტოლვილთა დანიის საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სახელწოდებით „დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორები და მათი დაძლევის მექანიზმები“, სადაც ასახულია ის პრობლემები, რომლებსაც დევნილები აწყდებიან საქართველოში - დაწყებული საცხოვრებელი პირობებით, დამთავრებული ჯანდაცვის მომსახურებით.
გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა მოსახლეობის კეთილდღეობის გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიუხედავად სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებისა, მოსახლეობაში გაზრდილია აღქმა, რომ ისინი ღარიბები არიან.
საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა „კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016“-ის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 12%-მა კორუფცია დაასახელა ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობა იკვლია.
თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი.
საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები – მათთვის დამახასიათებელი შტრიხები, მოზაიკიდან დაწყებული, ბეტონით დასრულებული. არქიტექტორი ნანუკა ზაალიშვილი, დაახლოებით, ერთი წელია მთელ საქართველოში მოგზაურობს და საბჭოთა გაჩერებებს იღებს.
რამდენად ხშირად მოიხმარენ მოზარდები ალკოჰოლს, თამბაქოსა და სხვადასხვა ნივთიერებებს, ეს საკითხი იკვლიეს ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო გამოკვლევის ავტორებმა.
2016 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობიდან საქართველო, ქართველი გამომცემლობები რამდენიმე დღის წინ, შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდნენ.
ჩამოტვირთე მეტი