თოჯინები, რომლებიც არ იცინიან
ნანა ყაულაშვილის სახლში 42 ხელნაკეთი თოჯინა ცხოვრობს. მისი თოჯინები ცხოვრობენ ქართველი თუ უცხოელი კოლექციონერების სახლებშიც. ნანა პროფესიით ექიმ-ოფთალმოლოგია, თუმცა ექვსი წლის წინ ინტერნეტის დახმარებით თოჯინების კეთების ხელოვნებას დაეუფლა და მეთოჯინეობა მის მეორე პროფესიად იქცა. ნანა ყაულაშვილის თოჯინები გასული საუკუნეების ზღაპრულ პერსონაჟებს ჰგვანან. ამბობს, რომ არასდროს იცის, როგორი იქნება მისი თოჯინა. ის წინასწარ არასდროს ხატავს ესკიზს. ნანა ყაულაშვილის თოჯინებს თიხის სახე და ხელ-ფეხი და რკინის კონტრუქციაზე დამაგრებული რბილი ტანი აქვთ. თითოეული თოჯინის დამზადებას ორი კვირიდან ორ თვემდე ანდომებს - გააჩნია თოჯინის ზომას და ტანსაცმლის სირთულეს. თოჯინების სიმაღლე კი რამდენიმე სანტიმეტრიდან ერთ მეტრზე ზევით შეიძლება იყოს. ნანა ყაულაშვილი ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებზე და მისი მისტიური თოჯინები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...