ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ვლადიმირ პუტინის ვიზიტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინის ხელისუფლების გარდა, ადგილობრივი ყირიმელი თათრებიც ძალიან აღაშფოთა.
ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო კვირის განმავლობაში სტაბილურად საშიშია. აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი კორესპონდენტების თანახმად, 17 აგვისტოს ქალაქ მარიუპოლის აღმოსავლეთ ნაწილში სერიოზული ბრძოლები გაიმართა სეპარატისტების ფორმირებებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარის ნაწილებს შორის.
„იაპონიამ განუზომელი ტანჯვა და ზარალი მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა 14 აგვისტოს მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით.
12 აგვისტოს რუსმა ჯარისკაცმა, 19 წლის ვალერი პერმიაკოვმა, რომელიც გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ ცნო.
2008 წლის 16 აგვისტოს ოკუპირებულ ქალაქ გორიდან დაიძრა ასამდე ჯავშანტრანსპორტიორისა და სატვირთო ავტომანქანისაგან შემდგარი რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც ქართული პოლიციის, იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და უამრავი ჟურნალისტის თვალწინ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, შევიდა ახალგორში, საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონში.
გასული კვირის ბოლოს ვითარება უკიდურესად დაიძაბა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის ოლქში, სადაც მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევდა, თებერვლის მინსკის სამშვიდო შეთანხმების ძალით.
მარტის თვეში ჩატარებული გამოკვლევა ცხადყოფს, რომ რუსეთსა და მის პრეზიდენტს, მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო ნაკლები ადამიანი ემხრობა.
ხანგრძლივი დავიწყების შემდეგ, ისტორიული სამართლიანობა აღდგა და საქართველოს დაუბრუნდა ამერიკაში მოღვაწე სახელგანთქმული ავიაკონსტრუქტორის, ქართული წარმოშობის ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) სახელი.
მიმდინარე კვირის უცხოური პრესის მიმოხილვას დავიწყებთ ჰოლანდიურ ლიბერალურ გამოცემა „ჰანდელსბადში“ გამოქვეყნებული სტატიით, რომელიც მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დამდგენი ტრიბუნალის შექმნის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციაზე რუსეთის ვეტოს ეხმაურება.
რა ასწავლა თბილისში ივნისის შუა რიცხვების დამანგრეველმა წყალდიდობამ ხელისუფლებას? რა ვითარებაშია მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია ქვეყანაში?
ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის დელეგაცია.
კრემლი განსაკუთრებით გაღიზიანებულია იმით, რომ იავოროვის პოლიგონზე მიმდინარე მანევრებში მონაწილეობას ღებულობს 500- კაციანი ამერიკული ქვედანაყოფი.
პეტრო პოროშენკო, რომელიც ადრე დაჟინებით აცხადებდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საგანგებო სტატუსი მხოლოდ უმაღლესი რადის მიერ მიღებული სპეციალური კანონით დარეგულირდებოდა, დღეს უკვე თანახმაა შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაში აისახოს.
ცხინვალთან ახლოს, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საზღვრის გადმოწევის ახალი ფაქტი კარასინ-აბაშიძის მორიგი შეხვედრის მთავარი თემა იყო.
ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ მუკაჩევოში, განვითარებული მოვლენების გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ინდოეთი და პაკისტანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდებიან. ამის შესახებ 10 ივლისს, ორგანიზაციის სამიტის დროს, უფაში მიღებულ დეკლარაციაშია საუბარი.
რა სამხედრო ამოცანის დამუშავებას ისახავს მიზნად ნატოს მრავალეროვნული სწავლება “ეჯაილ სპირიტი“, ქართულად „დაუდგრომელი სული“, და რა საფრთხეს უქადის საქართველოს და რეგიონს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩრდილოეთ-კავკასიის თავის ვილაიეთად გამოცხადება.
თავდაპირველად ვისაუბრებთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილ თავდაცვით კონტრაქტზე და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ დაპირისპირებას, რაც ამ გარიგებას უძღოდა წინ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას შესასრულებელი აქვს საშინაო დავალებები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო არ აპირებს ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობის შემცირებას და მზად არის, ბოლომდე იდგეს კოალიციური პარტნიორების გვერდით.
ჩამოტვირთე მეტი