ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
რუმინეთის ეროვნული ანტიკორუფციული დეპარტამენტი სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ-ვიორელ პონტას წანააღმდეგ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხორციელება, მათ შორის − პოლიციისა და სპეცსამსახურების ფუნქციათა გამიჯვნა.
პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, დაჩქარებული წესით მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა და სათავეში ჩაუყენა დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის, თუმცა მაღალი კორუფციითა და კლანური დაპირისპირებით ცნობილ ოდესის ოლქს.
ოდესის გუბერნატორის სავარძლის დაკავებით, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, გადაარჩინოს თავისი გუნდის იმიჯი და თუნდაც ერთი ოლქის მაგალითზე აჩვენოს, რომ რეფორმები უკრაინაში შესაძლებელია.
პრაღის ცენტრში კვეტნას ქუჩაზე მდებარეობს სახლი, რომელშიც ემიგრაციის წლებში ცხოვრობდა აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი, რომელიც 1926-1933 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს წარმომადგენლობას ჩეხოსლოვაკიაში.
დღევანდელი ჩვენი სიუჟეტის თემაა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
საქართველოში არ არსებობს საკითხი, რომელზეც აზრთა მწვავე დაპირისპირება არ იყოს - მათ შორის იმაზე, თუ რა დოზით და როგორ უნდა იყოს არმია წარმოდგენილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე.
22 მაისს დასრულდა რიგაში ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი, რომლის მონაწილე ევროპის ლიდერებმა დასკვნით დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთ მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაეხმარონ პარტნიორ ქვეყნებს.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის აზრით, საქართველოს აქვს შანსი წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება.
თუკი პროექტი არ შეიცვალა, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის ერთობლივი დეკლარაცია გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე წინა, ვილნიუსის სამიტის, დოკუმენტი.
21 მაისს რიგაში ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტი ოფიციალურად უკვე გაიხსნა, თუმცა მთავარი შეხვედრები რიგის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში 22 მაისსს დაიწყება.
21-22 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მორიგი სამიტი.
ამ დღეებში ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, სადაც რადიო თავისუფლების შტაბბინა მდებარეობს, ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
14 მაისს დასრულდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა და დასრულდა ალიანსის გაფართოებისა და საქართველოს ყველა გულშემატკივრისთვის სასიამოვნო განცხადებით.
13 მაისს თურქეთის ქალაქ ანთალიაში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო.
თურქეთი საქართველოს ერთადერთი ნატოს წევრი მეზობელი ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის „ცივი ომის“ დროს.
თურქეთის ქალაქ ანთალიაში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად პარიზში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუმრები.
საქართველოს მთავრობაში განხორციელებულმა მოულოდნელმა ცვლილებამ იმთავითვე შეიძინა ისტორიული მნიშვნელობა. არსებობის განმავლობაში პირველად, საქართველოს სამხედრო უწყებას ქალი უხელმძღვანელებს.
30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები თავის უმთავრეს პროფესიულ დღესასწაულს, საქართველოს ჯარის შექმნის 25-ე წლისთავს, აღნიშნავს.
ჩამოტვირთე მეტი