ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
სერგეი ლავროვის უკვე მეოთხე ვიზიტს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში აღშფოთებით და სიტყვიერი პროტესტით შეხვდა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც „სტრატეგიული მოთმინებით“ ეკიდება მოსკოვის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის ფაქტს.
საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება იზრდება ევროკავშირისა და ნატოს კანდიდატ ქვეყანა მაკედონიაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით, რაც შედეგად მოჰყვა ბალკანეთის ამ სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრში იყო აშშ-ის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა სირიის რეჟიმზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მოსკოვში და 16 აპრილის საკონსტიტუციო რეფერენდუმი თურქეთში, რომლის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს.
თავდაპირველად შემოგთავაზებთ რეპორტაჟს ბათუმიდან, საქართველოს მთავარი ტურისტული ქალაქიდან, სადაც ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემები ექმნებათ.
კახეთში, ქვემო მაჩხაანში არსებულ ვაზისა და ღვინის მცირე საწარმო „ხოხბის ცრემლებს“ უკვე ფართოდ იცნობენ ბიოლოგიური ღვინის, ანუ ქვევრის ღვინის, მოყვარულები.
როგორ მოგზაურობენ ევროპაში ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები?
საქართველოში „ძალოვანი უწყებების“ ანგარიშების კვირეული დაიწყო. სამშაბათს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე ანგარიშით წარდგა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც რუსეთს „აგრესორი“ უწოდა.
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთისათვის სანქციების გამკაცრების თაობაზე, თუმცა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებისათვის აუცილებელია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომა, რასაც რუსეთიც უნდა დაეთანხმოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 10 აპრილს თანმხლებ პირებთან ერთად ჩავიდა იტალიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების, „დიდი შვიდეულის“, შეხვედრაში, რომლის უმთავრესი საკითხი იქნება სირიაში შექმნილი ვითარება.
ვაშინგტონის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით სირიის შეირათის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოუწოდა რუსეთს, გადასინჯოს თავისი ურთიერთობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან, ქალაქ იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ, რაშიც ვაშინგტონი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს.
6 აპრილს 25 წელი შესრულდება ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამწლიანი ომის დაწყებიდან, რასაც თან ახლდა სარაევოს ხანგრძლივი ალყა ბოსნიელ სერბთა და იუგოსლავიის არმიის შენაერთების მხრიდან.
საქართველოში ბოლოხანს ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სულ უფრო იზრდება ნატოსა და ევროკავშირის მომხრეთა რიცხვი.
იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელის“ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთობლივი მუშაობის დაწყებას სერბიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გაიმარჯვა.
გასულ კვირის უცხოეთის პრესაში დიდი ადგილი დაეთმო ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალური პროცედურის დაწყებას.
მოსკოვის პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ინტერნეტით გამოცხადებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაგან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა „ხანგრძლივი“ და „გულღია“ შეხვედრა უწოდა ელჩების დონეზე ნატოს შტაბბინაში გამართულ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომას.
ვატიკანში შეკრებილი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა რომის პაპთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღებით დაიწყეს რომის დამფუძნებელი შეთანხმების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი.
ჩამოტვირთე მეტი