ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
მემარჯვენე-ცენტრისტებმა 15 მარტის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და 33 მანდატი მიიღეს ქვეყნის 150-კაციან პარლამენტში.
საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ახალი იდეით, რომლის მიზანიც უსაფრთხოების თაობაზე რეგიონებში საზოგადოებასთან შეხვედრების ორგანიზებაა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე ბატალიონი ავღანეთში, ნატოს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ასრულებს სამხედრო-სამშვიდობო მისიას.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 14 მარტს ვაშინგტონში გამართავენ პირველ შეხვედრას.
მოსკოვში დაიწყო თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები, რასაც კრემლმა „ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზებისკენ“ მიმართული ნაბიჯი უწოდა.
პენტაგონმა სირიაში გაგზავნა დამატებით 400 ამერიკელი სამხედრო და მძიმე საარტილერიო შეიარაღება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაქის, გათავისუფლების ოპერაციაში.
საქართველოში ნელ-ნელა ჩაცხრა ის ვნებათაღელვა, რაც გამოიწვია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის, განცხადებამ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის შესაძლო გახსნის თაობაზე.
ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ, მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა, კომისიამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის პროცესი და 2018 წლის შემდეგ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ უნდა ირჩეოდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა განახლებულ ბრძანებულებას, რომელიც დროებით კრძალავს რიგი მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ში მოგზაურობას.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო სთხოვს იუსტიციის სამინისტროს იმსჯელოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებებზე, რომელთა თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფარულად უსმენდა დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინისათვის „სრულიად არარეალისტურად“ მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, ნატოს წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე უნდა გაზარდონ საკუთარი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯები.
23 თებერვალს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ორი მოქალაქეცაა კონგოს რესპუბლიკაში ადგილობრივ მეამბოხეთა მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაჭრილებსა და დატყვევებულებს შორის.
საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე მსჯელობისას ცნობილი გახდა, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს მკვიდრი მარკეს ლუსვარგი დონბასში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხარეზე დაახლოებით წელიწადი იბრძოდა.
ჩერნოგორიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილო ჯუკანოვიჩმა, გასულ კვირაში კვლავ დაადანაშაულა რუსეთი ბალკანეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
თეთრი სახლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდის თხოვნით მიმართოს აშშ-ის კონგრესს, რომლის წინაშე დონალდ ტრამპი 28 თებერვალს სიტყვით პირველად გამოვა.
გასული კვირის წამყვანი დასავლური მედიის გაცნობა ცხადყოფს, როგორ ძლიერდება საზოგადოების შიში რუსეთიდან მომდინარე ჰაკერული თავდასხმების, როგორც გლობალური საფრთხის, მიმართ. შესაბამისად, წამყვანი ჟურნალისტები ცდილობენ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ პრობლემას, რომელიც, უგულებელყოფის შემთხვევაში, როგორც ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩს, ჟერარდ არაუს, უწინასწარმეტყველებია, შესაძლოა, „ეგზისტენციურ“ საფრთხედ გადაიქცეს დასავლური დემოკრატიისათვის.
ბაქოს აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ევროპარლამენტარები ყარაბაღში ჩავიდნენ 20 თებერვალს გამართული რეფერენდუმის გამო, რომელიც, აზერბაიჯანის ხელისუფლების შეფასებით, არაკანონიერია.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, ბრძანებას.
საქართველოს ხელისუფლება აპირებს ნატოს წევრ ქვეყნებს ერთობლივი გამოყენებისათვის შესთავაზოს თანამედროვე სამხედრო ცენტრი, რომლის აშენებას ვაზიანის პოლიგონზე ისევ და ისევ სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით ვარაუდობს.
ჩამოტვირთე მეტი