ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ერაყის სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით, დილიდანვე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ სამთავრობო ძალებმა ექსტრემისტებისაგან გაათავისუფლეს 15 სოფელი, რომელიც დასავლეთით ესაზღვრება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, მოსულს.
გიამბობთ თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაზე,სადაც 1889 წლიდან 1902 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.
სამართალდამცველების მიერ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმის გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოების ერთ ნაწილში არ წყდება მსჯელობა.
საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე დაგეგმილი თავდასხმის საკითხი, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ პრობლემად გადაიქცა.
თვეც არ იქნება გასული, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგა და მისი შემადგენლობა უკვე დატოვა წამყვანმა ფიგურამ, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა.
აშშ და სამხრეთი კორეა აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ 12 თებერვალს განხორციელებული, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტის საცდელი გასროლის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანა ერთად მსჯელობს იმაზე, თუ რა ფორმით დაისაჯოს ფხენიანის არაპროგნოზირებადი რეჟიმი.
იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „მორალურად მოძველებულს“ უწოდებს ნატოს, როგორც გაირკვა, ალიანსში შემავალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ალიანსს თავის დამცველად მიიჩნევს.
ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული სტრატეგიული მოთმინების კურსს ალტერნატივა არ გააჩნია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის მიმართ საზოგადოება თავიდანვე ნეგატიურად განეწყო.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არმიის ოპტიმიზაციის პროცესი ცალკეულ ნაწილებსაც შეეხება და მოხდება იმ ცალკეული ქვედანაყოფების გამსხვილება, რომლებიც ან არ იყო ბოლომდე დაკომპლექტებული, ან სწორად არ იყო განსაზღვრული მათი საბრძოლო ამოცანა.
რაც თავი მახსოვს, სულ მესმის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რომელიც მთელი თავისი პირადი შემადგენლობით დაახლოებით 35 ათას კაცს ითვლის, მიმდინარეობს ოპტიმიზაცია, რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია თუ მოდერნიზება.
დონალდ ტრამპის გამარჯვებამ აშშ-ში უკიდურესი მემარჯვენე პარტიების გააქტიურება გამოიწვია ევროკავშირის მასშტაბით.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა ისე უნდა შეინარჩუნონ მსოფლიოს ლიდერობა, რომ ბოლო მოუღონ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას.
გია ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რატომ დააპატიმრა უკრაინამ ჯარისკაცი, რომლის გასამართლებითაც რუსეთია დაინტერესებული?
გაერომ წარმატებული უწოდა ექსპერტების დონეზე გასულ კვირაში გამართულ მოლაპარაკებას კვიპროსის შესაძლო გაერთიანების თაობაზე.
მიმდინარე კვირიაში უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის სამზადისი. ცხადია, თემა დიდია, თუმცა ამჯერად შემოვიფარგლებით ორ წამყვან ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებული პუბლიკაციის, ჩვენი აზრით, ნიშანდობლივი შეფასებით. ლიბერალური მიმართულების გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატია იზიარებს ერთ-ერთი გამოკითხული რესპონდენტის მოსაზრებას დონალდ ტრამპთან დაკავშირებით.
20 იანვრის ინაუგურაციამდე, რაც ევროპის დროით 17:00 საათზე იწყება, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პროტოკოლის თანახმად, რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც კიდევ ერთხელ პირობა დადო, რომ გააერთიანებს „გახლეჩილ ერს“ და რადიკალურად შეცვლის პოლიტიკურ ატმოსფეროს ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.
პოლონეთში, ნატოს წევრ სახელმწიფოში, გასულ კვირაში დაიწყო ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადის გაშლა, რასაც დიდი ზეიმით შეხვდა პოლონეთის ხელისუფლება.
საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის შეშფოთებას და რუსულ კომპანია "გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ საიდუმლო ხელშეკრულებას ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ მიიჩნევს.
ჩამოტვირთე მეტი