რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
ასე ჰქვია კომიქსს, რომელშიც სამი მწერალი და სამი ილუსტრატორი სამი ქვეყნის ომებზე ჰყვება.
მომავალ ექიმებს ჟესტური ენის სწავლა შეეძლებათ. ეს მათ საშუალებას მისცემს ყრუ ადამიანებს თარჯიმნის გარეშე დაელაპარაკონ. სექტემბრის ბოლოს ყრუ ადამიანების საერთაშორისო კვირეული აღინიშნება.
ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გახსნა, საკამათო თემად იქცა. ბევრი ამბობს, რომ ძეგლი ერეკლეს არ ჰგავს, ბევრიც იმის გამო აკრიტიკებს ქანდაკებას, რომ მეფეს ხმალი არ აქვს შემართული.
საქართველოში ნადირობის სეზონია, თუმცა ცხოველების უფლებადამცველები ამ პერიოდს „ძაღლების მიტოვების სეზონს“ ეძახიან. შემოდგომის დაწყებიდან, გაზაფხულამდე მონადირეები, დაგეშილ ძაღლებს, რომლებიც „არ გამოადგათ“ გზებსა და ტყეებში ტოვებენ.
20-21 სექტემბერს დედაქალაქში თბილისობა ტარდება. ღონისძიება, რომელიც ძირითადად კონცერტებითა და სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვით მიმდინარეობს.
ახალ სასწავლო წელს საქართველოს განათლების სისტემა ისევ ძველი პრობლემით შეხვდა, მრავალი სკოლა დღემდე სხვა სკოლაშია შესახლებული და მოსწავლეებს სახლებიდან მოშორებით, მეორე ცვლაში სიარული უწევთ.
ნეპალი, რომელიც ათობით წელი ითმენდა სიღარიბეს, ერთ დღეში დენთის კასრივით აფეთქდა და გარშემო ყველაფერი გადაწვა, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. რევოლუციის მერე ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის ემზადება.
სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში თხილი მასობრივად ხმება. სახელმწიფო საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იკვლევს, როგორ გაუმკლავდნენ დაავადების გავრცელებასა და ეკონომიკურ ზიანს.
10 სექტემბერს სტუდენტებთან შეხვედრისას სასიკვდილოდ დაჭრეს ჩარლი კირკი, პრეზიდენტ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„გუშინ [8 სექტემბერს] კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული, სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა.“
საბჭოთა კავშირის ბნელი ისტორიებიდან ერთი, გამორჩეულად შავი ლაქა მეორე მსოფლიოს ომის ინვალიდებს ეხება. ასიათასობით დაშავებული, რომლებზეც ფრონტის მთელმა სიმძიმემ გადაიარა, ომის დასრულების შემდეგ თვალს მოარიდეს და სანატორიუმებში გამოკეტეს - მათ საზეიმო განწყობა არ უნდა გაეფუჭებინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 სექტემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 24 აქტივისტის სასამართლო სხდომები 4 სექტემბერს დაიწყო. რამდენიმეს ჯარიმა დაეკისრა, უმეტესობის საქმეების განხილვა კი გადაიდო.
რეგიონული ონლაინმედია „სამხრეთის კარიბჭე“, შესაძლოა, ოფისის გარეშე დარჩეს. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი მედიის შემზღუდველი კანონები ამოქმედდა, მედიაორგანიზაციებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ, თუმცა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გადარჩენა, შეუძლებელი მისიაა.
2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ორიოდე კვირაში, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. რა მოუტანა ამ აღიარებამ ოკუპირებულ რეგიონებს ან რუსეთს ამ 17 წლის განმავლობაში?
თბილისის საქალაქო სასამართლოში გახშირდა დამსწრეთა, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვები. სულ ბოლოს მოსამართლემ დარბაზში შილიფად ჩაცმული დამსწრეები არ დაუშვა.
აბანოთუბანში, ძველი აბანოების სახურავზე ჩატარებული სამუშაოების გამო თბილისის მერია პასუხისმგებლობას იხსნის - სამუშაოები ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, აცხადებენ მერიაში. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი გამოძიება დაიწყო.
რუსეთის მმართველობის დამკვიდრებასთან ერთად საქართველოში მონარქია გაუქმდა, ეკლესიის ავტოკეფალია დაიკარგა და ეროვნული იდენტობა სხვადასხვა ფორმით დაიჩაგრა. ვიხსენებთ 10 ისტორიულ მომენტს, როდესაც იმპერიამ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იდენტობას ზიანი მიაყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე. ისინი 16 აგვისტოს რუსთველის გამზირზე აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
13 აგვისტოს გარდაიცვალა აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 30-მდე წიგნის ავტორი.
ჩამოტვირთე მეტი