რუსული ავიაკომპანია „ვოლგა-დნეპრის“ თვითმფრინავის კონფისკაციის პროცესს კანადა სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ კანონის შესაბამისად იწყებს. ეს გადაწყვეტილება ამჟამად ონტარიოს უზენაეს სასამართლოში განიხილება. რუსული „რუსლანი“ ტორონტო-პირსონის აეროპორტში 2022 წლის თებერვლიდან დგას.
ეს თვითმფრინავი რუსეთის კუთვნილი ათობით Ан-124-დან ერთ-ერთია.
თუ თვითმფრინავის კონფისკაცია წარმატებით დასრულდება, ეს იქნება უკრაინის საჰაერო ფლოტის რიგით მეექვსე „რუსლანი“. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს სახელმწიფო ავიაკომპანია „ანტონოვის“ ხუთი Ан-124.
რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია მოგითხრობთ:
- რატომ არის „რუსლანი“ უნიკალური და როგორია მისი ისტორია;
- რა ამოცანების შესრულება შეუძლია Ан-124-ს;
- რას შეცვლის თვითმფრინავის კონფისკაციის პრეცედენტი;
- რამდენად გააძლიერებს კიდევ ერთი Ан-124 უკრაინის საჰაერო ფლოტს?
- “რუსლანი“ უკეთესია „მრია-ზე", რომელიც რუსმა დამპყრობლებმა ომის დაწყებისას კიევის მახლობლად გაანადგურეს?
რუსული „რუსლანი“ უკრაინის გახდება?
„რუსულ „რუსლანს“, რომელიც კანადის სანქციების ქვეშ მოექცა და რომელიც 2022 წლის ზამთრის ბოლოს ტორონტოს აეროპორტში გაიჭედა, მალე უკრაინის სახით ახალი პატრონი ეყოლება - ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის,“ - აცხადებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა.
უკრაინის მთავრობის წევრმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ინფორმაცია, როგორ აპირებს კანადა რუსული კომპანია „ვოლგა-დნეპრის“ კუთვნილი Ан-124-ის ( „რუსლანი“) კონფისკაციის დაწყებას.
იუსტიციის მინისტრმა სტეფანიშინამ მადლობა გადაუხადა კანადას მხარდაჭერისა და გამბედაობისთვის და „რუსლანის“ ისტორიას „საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში მუშაობის შესანიშნავი მაგალითი“ უწოდა.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც იდგმება სამართლიანობისა და უკრაინაში მშვიდობის აღდგენისკენ. „თვითმფრინავის კონფისკაციის შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენა უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი შრომისა და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია“, - აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთის თვითმფრინავი კანადაში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან იმყოფება. 2022 წლის თებერვალში „რუსლანს“ ჩინეთიდან COVID-19-ის ტესტების პარტია გადაჰქონდა.
ომის პირველ დღეებში კანადა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რომელთა ფარგლებშიც დახურა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ხოლო „რუსლანი“, რომელიც იმ დროს აეროპორტში დაეშვა, დააკავეს.
სამი წლის განმავლობაში კომპანია „ვოლგა-დნეპრს“, აეროპორტში პარკირებისთვის, ასობით ათასი დოლარის დავალიანება დაუგროვდა.
კონფისკაციის გადაწყვეტილება ონტარიოს უმაღლესმა სასამართლომ უნდა მიიღოს. გამოცემა Insauga-ს ცნობით, კანადის გენერალურმა პროკურორმა შესაბამისი სარჩელი 18 მარტს შეიტანა.
როგორც ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, კანადამ რუსული თვითმფრინავის კონფისკაციის შუამდგომლობით სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის აგვისტოში კანადელ პარტნიორებს გადასცა უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილება, „ვოლგა-დნეპრის“ წინააღმდეგ სანქციების გამოყენების შესახებ.
2023 წლის ივნისში, კანადის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც დადო პირობა, რომ კანადაში დაკავებულ რუსულ „რუსლანს“ უკრაინას გადასცემდა.
ასევე ნახეთ კადიროვი ჩეჩნეთის დატოვებას აპირებს?Ан-124-ის ისტორია და უნიკალურობა
Ан-124 – „რუსლანი“ - დააპროექტა კიევის ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიურომ 1970-80-იან წლებში. ეს საბჭოთა სატრანსპორტო თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული წარმოების სატვირთო თვითმფრინავია, რომელსაც შეუძლია 150 ტონამდე ტვირთის გადატანა, - უთხრეს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს საკონსტრუქტორო ბიურო „ანტონოვის“ თანამშრომლებმა.
მათი თქმით, „რუსლანში“ კონსტრუქტორებმა განახორციელეს იმ დროისთვის მრავალი რევოლუციური ინოვაცია.
„თავის კლასში მან ყველა თვითმფრინავს გადააჭარბა, მათ შორის თავის მთავარ კონკურენტს, ამერიკულ სატრანსპორტო C-5 „Galaxy-ს". შედეგად, Ан-124 მრავალი თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების პოტენციალის თვალსაზრისით, ახალი თაობის თვითმფრინავად იქცა".
„ამჟამად „რუსლანი“, ტვირთამწეობის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თვითმფრინავია, - ამბობს ავიაციის ექსპერტი ბოჰდან დოლინცე:
„ფაქტობრივად, მსოფლიოში N1 იყო „მრია“ (Мрія), შემდეგ Boeing 747-800. მესამე ადგილზე კი Ан-124 იყო. დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ „მრია“ განადგურდა, ტვირთამწეობის თვალსაზრისით, „რუსლანი“, ფაქტობრივად, მსოფლიოში მეორე თვითმფრინავია.“
- „რუსლანის“ სიგრძე - 69 მ;
- ფრთების გაშლა - 73 მ;
- სიმაღლე - 21 მ;
- თვითმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე 850 კმ/სთ.
პირველი ფრენა 40 წელზე მეტი ხნის წინ - 1982 წლის 24 დეკემბერს - კიევში განხორციელდა. „რუსლანებს“ აწარმოებდა როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა.
ჩინეთიდან ჩამოსული უკრაინული Ан-124 სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც ბუდაპეშტში ჩაიტანა დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა. ბუდაპეშტი. 2020 წლის 4 აპრილი
თავდაპირველად „რუსლანი“ გამოიყენებოდა ძირითადად შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადასატანად. შემდეგ ცხადი გახდა, რომ თვითმფრინავს ჰქონდა უნიკალური სატრანსპორტო შესაძლებლობები და რომ მისი გამოყენება შეიძლებოდა ზემძიმე და დიდი ზომის კომერციული ტვირთების გადასაზიდად.
და როდესაც Ан-124 კომერციულ ბაზარზე შევიდა, მან შექმნა მომსახურების ახალი სექტორი - ზემძიმე და არასტანდარტული ტვირთების საჰაერო ტრანსპორტირების სახით. მათ განსახორციელებლად შეიქმნა „რუსლანის“ სამოქალაქო ვერსია - Ан-124-100, - უთხრეს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს საკონსტრუქტორო ბიუროში.
„რუსლანის“ ტიპის თვითმფრინავი ხშირად მონაწილეობდა ჰუმანიტარულ და სამშვიდობო ოპერაციებში, რომლებიც გაეროს ეგიდით ხორციელდებოდა.
Ан-124-ებს ასევე შესრულებული აქვთ ათასობით სტრატეგიული რეისი (გადაზიდვა), მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნებისთვის.
ასევე ნახეთ „გაპარული“ ვირუსები - ბიოლოგიური იარაღის ისტორია„რუსლანის“ მომსახურებით თითქმის მუდმივად სარგებლობენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი კომპანიები, როგორიცაა "Lockheed Martin-ი", "Boeing-ი", "Volkswagen-ი", "Siemens-ი", "General Electric-ი". ექსპერტების თქმით, თვითმფრინავი შესაძლებელს ხდის ლოკომოტივების, იახტების, თვითმფრინავების, ავტომობილების (დიდი რაოდენობით) ტრანსპორტირებას.
„თვითმფრინავით გადაუტანიათ 90-ტონიანი ჰიდროტურბინები, Liebherr-ის დიდი ზომის სატვირთო ამწეები, ამერიკული Euclid-ის თვითმცლელები, 109-ტონიანი ლოკომოტივი, General Electric-ის GE90-ის თვითმფრინავის ძრავები, სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები. Ан-124-100-ის „მგზავრებს“ შორის ასევე ყოფილან ჟირაფები და უზარმაზარი ნაძვის ხეებიც!“ - აცხადებენ „ანტონოვის“ სახელმწიფო საწარმოში.
„რუსლანის“ მთავარი მახასიათებელია ისეთი დიდი, ერთჯერადი ტვირთების გადაზიდვა, რომელთა გადაზიდვა ამა თუ იმ მიზეზით სხვა სახის ტრანსპორტით შეუძლებელია", - ამბობს ბოჰდან დოლინცე. და ის დასძენს: თავისი მახასიათებლებისა და აეროდინამიკის გამო, „რუსლანმა“ ორ ათეულზე მეტი სხვადასხვა რეკორდი დაამყარა.
თვითმფრინავს ასევე აქვს წინა და უკანა სატვირთო ლუქები, რაც მისი ორივე მხრიდან ჩატვირთვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, Ан-124-ს შეუძლია ცხვირის დახრა ჩატვირთვის გასაადვილებლად.
„თვითმფრინავს გადაჰქონდა 90-ტონიანი ჰიდროტურბინები, დიდი ზომის Liebherr-ის სატვირთო ამწეები, ამერიკული Euclid-ის თვითმცლელი სატვირთო მანქანები, 109-ტონიანი ლოკომოტივი, General Electric-ის GE90 თვითმფრინავის ძრავები და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა“, - "ანტონოვი".
უკრაინამ ამ თვითმფრინავების წარმოება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეაჩერა, რუსეთმა კი განაგრძო ადრე დაწყებული თვითმფრინავების მშენებლობის დასრულება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახალი Ан-124-ები აღარ იწარმოება 2004 წლის შემდეგ. იმ დროისთვის უკრაინასა და რუსეთში ჯამში 55 ცალი Ан-124 იქნა წარმოებული.
ამჟამად, სხვადასხვა წყაროების თანახმად, მხოლოდ რამდენიმე ათეული „რუსლანი“ დაფრინავს. მათგან 12 რუსული კომპანიის, „ვოლგა-დნეპრის“ პარკშია. კიდევ რამდენიმე „რუსლანი“ ირიცხება რუსეთის სამხედრო სატრანსპორტო ძალების ბალანსზე. თუმცა არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი მათგანი იმყოფება ექსპლუატაციაში.
ასევე ნახეთ პუტინის 9 მაისი, აშშ-ის მოთხოვნა ზავზე და ევროსაბჭოს ტრიბუნალი კრემლისა და მისი მოკავშირეებისთვისრამდენი „რუსლანი“ აქვს უკრაინას?
ამჟამად უკრაინული ავიაკომპანიის, „ანტონოვის“ განკარგულებაშია ხუთი „რუსლანი“, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მრავალ კომერციულ ფრენასა და ტვირთების გადაზიდვას ასრულებენ. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ამ მიზნით, ისინი დროებით გერმანიაში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში იმყოფებიან.
უკრაინული „რუსლანები“, როგორც წესი, უკრაინის გმირი ქალაქების სახელებს ატარებენ.
რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გამო, ეს თვითმფრინავები უკრაინაში არ დაფრინავენ; ფრენები ხორციელდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებში.
„ანუ, სინამდვილეში, დღეს მსოფლიოში ამ თვითმფრინავების ოპერატორი მხოლოდ ერთი უკრაინული ავიაკომპანიაა („ანტონოვი“ - რედ.). ხოლო თუ სხვა ოპერატორებზე ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ რუსული ავიაკომპანია „ვოლგა-დნეპრია“, - ამბობს ავიაციის ექსპერტი ბოჰდან დოლინცე.
„Ан-124-ით ჩაიტანეს F-16-ის ფიუზელაჟები არიზონიდან პოლონეთში, იმ ჰაბში, რომლის მეშვეობითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მარაგდება“, - ამბობს ავიაციის ექსპერტი ვალერი რომანენკო.
ამჟამად Ан-124 მთავარი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ინარჩუნებს ლოგისტიკურ კავშირებს შეერთებულ შტატებთან, ავსტრალიასთან და ევროპასთან, - ამბობს ავიაციის ექსპერტი და უკრაინის ავიაციის ეროვნული უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი ვალერი რომანენკო, რომლის თქმით, უკრაინულ „რუსლანებს“ ტვირთები გადააქვთ არა მხოლოდ უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც: „მაგალითად, ექვსი HIMARS-ი პოლონეთში ჩაიტანეს უკრაინული Ан-124-ით“.
ავიაციის ექსპერტის თქმით, ეს თვითმფრინავები ასევე ეზიდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთებს:
„იმის გათვალისწინებით, რომ „ანტონოვის ავიახაზებს“ აქვს შესაბამისი ნებართვები სახიფათო და სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, მათ ასევე შეუძლიათ, იყვნენ ლოჯისტიკური პროცესის ნაწილი, მაგალითად, იარაღის, სამხედრო ტექნიკის და ა.შ. ზოგიერთი სხვა კომპონენტის ევროკავშირის აეროპორტებში ტრანსპორტირებისთვის“.
„F-16-ის ფიუზელაჟები არიზონიდან პოლონეთში, იმ ჰაბში, საიდანაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მარაგდება, Ан-124-ით ჩამოიტანეს“, - შენიშნავს ვალერი რომანენკო.
კიდევ ერთი უკრაინული „რუსლანი“ დაზიანდა ჰოსტომელის აეროპორტში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში. ამავე პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში განადგურდა ზემძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-225 „მრია“, რომელიც იმ დროს მსოფლიოში ყველაზე დიდ და მძლავრ საჰაერო ხომალდად მიიჩნეოდა.
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე Ан-225 - "მრია" - თვითმფრინავთან, რომელიც ჰოსტომელში, ანტონოვის აეროდრომზე რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლების დროს განადგურდა. 2022 წლის 2 აპრილი
რუსული თვითმფრინავის კონფისკაციის პრეცედენტი
კანადა პირველი დასავლური ქვეყანაა, რომელმაც მიიღო ომის გამო რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციისთვის საკანონმდებლო მექანიზმი.
ავიაციის ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსული „რუსლანის“ კონფისკაციის შანსები რეალურია. თუმცა, მათი თქმით, ასეთი ქონების კონფისკაციის პროცესი საკმაოდ რთულია და შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
„მაგალითად, რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლის შემდეგ დარჩნენ. ერთ-ერთი მათგანის ნაციონალიზაცია მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მოხდა. ვალების გამო თვითმფრინავი აუქციონზე გაიყიდა. ამიტომ, უკრაინაშიც კი ეს პროცესი საკმაოდ რთულია“, - ამბობს ბოჰდან დოლინცე.
ექსპერტების თქმით, თუ კანადა რუსული „რუსლანის“ კონფისკაციას მოახდენს, ამან შესაძლოა სხვა რუსული აქტივების კონფისკაციის პრეცედენტი შექმნას.
„თუ ასეთი პრეცედენტის შექმნას მოვახერხებთ, მაშინ რუსებისგან ბევრ რამეს მივიღებთ: მათ შორის რუსი ოლიგარქების იახტებსა და კერძო თვითმფრინავებს, რომელთა გამოყენებაც ასევე შესაძლებელია. ეს იქნებოდა შესანიშნავი პრეცედენტი, რადგან უკრაინას სჭირდება ისეთი თვითმფრინავები, როგორიცაა Ан-124“, - აღნიშნავს ვალერი რომანენკო.
„რუსეთში ესმით, რომ ასეთი თვითმფრინავის უკრაინისათვის გადაცემა გაამარტივებს დასავლური დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების ტრანსპორტირებას", - აღნიშნავს ავიაციის ექსპერტი.
თავის მხრივ, რუსეთი ცდილობს, შეაჩეროს კონფისკაციის პროცესი და უკან დაიბრუნოს „რუსლანი“. რუსული კომპანია „ვოლგა-დნეპრიც“ ასაჩივრებს თვითმფრინავის კონფისკაციას და სთხოვს კანადის მთავრობას, დაიწყოს მოლაპარაკებები თვითმფრინავის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
Wall Street Journal-ის ცნობით, „ვოლგა-დნეპრმა“ 2024 წელს კანადის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა 100 მილიონი დოლარის სარჩელი, რომელშიც ნათქვამია, რომ ავიაკომპანიის ბიზნესი დაზარალდა მას შემდეგ, რაც კანადამ თვითმფრინავის „დაპატიმრების“ გადაწყვეტილება მიიღო.
პროცესის გაჭიანურებით რუსეთი იმედოვნებს, რომ ამასობაში პოლიტიკური ვითარებაც შეიცვლება და შეძლებს თვითმფრინავის დაბრუნებას, - ამბობს ბოჰდან დოლინცე.
„რუსეთს ისიც ესმის, რომ ასეთი თვითმფრინავის უკრაინისათვის გადაცემა გაამარტივებს დასავლური დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების ტრანსპორტირებას. ამიტომ რუსეთი დაინტერესებულია, რომ ეს თვითმფრინავი უკრაინას რაც შეიძლება გვიან ან საერთოდ არ გადაეცეს“, - აღნიშნავს ავიაციის ექსპერტი.
ასევე ნახეთ “მშვიდობიანი ევრაზიული პროექტი დღეს კიდევ უფრო წარმოუდგენელია” - ანდრეი მაკარიჩევითანაც ეს „რუსლანი“ ერთადერთი რუსული თვითმფრინავი არ არის, რომლის კონფისკაციაც თეორიულად შესაძლებელია. გერმანიის აეროპორტებში გაჩერებულია კომპანია „ვოლგა-დნეპრის“კიდევ სამი სატრანსპორტო თვითმფრინავი.
5+1: რას მოუტანს რუსეთისთვის ჩამორთმეული თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო ფლოტს?
თუ კანადაში რუსული თვითმფრინავის კონფისკაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, უკრაინა მიიღებს რიგით მეექვსე „რუსლანს“. ვალერი რომანენკოს თქმით, ომში მყოფი ქვეყნისთვის ამ ტიპის თვითმფრინავები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
მეექვსე „რუსლანის“ გამოჩენა უკრაინის შესაძლებლობებს, ფრენების რაოდენობისა და ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით, 20%-ით გაზრდის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც წესი, ხუთივე თვითმფრინავი ფრენისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
„ხუთი თვითმფრინავიდან, როგორც წესი, ოთხია ხოლმე ხელმისაწვდომი, რადგან თვითმფრინავები რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას საჭიროებენ. ამიტომ ისინი ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში ენაცვლებიან“, - განმარტავს ექსპერტი ბოჰდან დოლინცე.
ახალი თვითმფრინავის გამოჩენა ასევე მოითხოვს უკრაინისგან როგორც პილოტებისა და ეკიპაჟების, ასევე ხომალდის მომსახურე პერსონალის დამატებით მომზადებას.
„პრობლემა შეიძლება იყოს ძრავებში, თუ მათ სათანადო მდგომარეობაში არ უტარდებოდა მომსახურება. რუსებმა, სავარაუდოდ, არავის მისცეს ამ თვითმფრინავზე წვდომის უფლება“, - აღნიშნავს ავიაციის ექსპერტი.
ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებით მოხდება თვითმფრინავის გადაცემა.
„მაშინაც კი, თუ დაგროვილი დავალიანების დაფარვა აუცილებელი იქნება, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი თვითმფრინავის ღირებულება, როგორც წესი, ათობით და ზოგჯერ ასობით მილიონი დოლარია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ, სულ მცირე, 100-150-დან 200 მილიონ დოლარზე“, - ამბობს ბოგდან დოლინცე:
ღიად რჩება რუსული Ан-124-ის ტექნიკური მომსახურების საკითხიც. ვალერი რომანენკოს თქმით, უკრაინას თვითმფრინავის ვარგისიანობის აღსადგენად დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს.
„პრობლემა შეიძლება იყოს ძრავებში, თუ მათ სათანადო მდგომარეობაში არ უტარდებოდა მომსახურება. რუსებმა, სავარაუდოდ, არავის მისცეს ამ თვითმფრინავზე წვდომის უფლება. ასეთ შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრა უკრაინას მოუწევს“, - აღნიშნავს ავიაციის ექსპერტი.
ამავდროულად, ბოგდან დოლინცე მიიჩნევს, რომ რადგან უკრაინა Ан ტიპის თვითმფრინავების შემქმნელი და მწარმოებელია, თვითმფრინავის აღდგენა რთული არ იქნება. უკრაინის განკარგულებაშია როგორც კვალიფიციური სპეციალისტები, ასევე აუცილებელი ტექნიკური საშუალებები. შესაბამისად, ამ თვითმფრინავის ექსპლუატაციაში სწრაფად დაბრუნება დიდად რთული არ უნდა იყოს, - ამბობს ექსპერტი.
ასევე ნახეთ "მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის„რუსლანი“ თუ „მრია“ (Мрія) - რომელი უმჯობესია?
„მრია“ იყო ყველაზე დიდი თვითმფრინავი, მაგრამ ყველაზე სასარგებლო მაინც „რუსლანი“ აღმოჩნდა, - განმარტავს ავიაციის ექსპერტი ვალერი რომანენკო.
„მრია“ არასდროს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის თვითმფრინავი. მას პრაქტიკულად არანაირი ფინანსური სარგებელი არ მოჰქონდა. იმყოფებოდა თვითკმარობის ზღვარზე. „მისი შემქმნელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, „მრია“ იყო უკრაინის ერთგვარი სიმბოლო, მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი“, - ამბობს რომანენკო.
მისი თქმით, სწორედ Ан-124-ზე მოდიოდა ტრანსპორტირებისა და ტვირთების გადაზიდვის ძირითადი ნაწილი, რაც უზრუნველყოფდა სახელმწიფო კომპანია „ანტონოვის“ ძირითად ფინანსურ შემოსავალს.
ამ მოსაზრებას ეთანხმება ბოჰდან დოლინცე:
„წლის განმავლობაში გადაზიდული ტვირთის რაოდენობის თვალსაზრისით, ჩემპიონი იყო „რუსლანი“, რომელიც არის კიდეც ძირითადი მუშა თვითმფრინავი.“
თუმცა, ავიაციის ექსპერტების თქმით, „რუსლანისა“ და „მრიას“ შედარება საკმაოდ რთულია. „მრიას“ მიერ გადაზიდული ტვირთის უმეტესი ნაწილის გადატანა ასევე შესაძლებელი იყო „რუსლანის“ მეშვეობით. ხოლო ტვირთები, რომლებიც არ ეტეოდა Ан-124-ში, იშვიათად ჩნდებოდა, ორ ან სამ წელიწადში ერთხელ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - „მრიათი" ტრანსპორტირების ღირებულება „რუსლანით“ ტრანსპორტირებაზე მაღალი იყო.
„მრია“ არასდროს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის თვითმფრინავი. მას პრაქტიკულად არანაირი ფინანსური სარგებელი არ მოჰქონდა“, - ამბობს რომანენკო.
გარდა ამისა, „მრიას“ დიდი ზომები ზღუდავდა მსოფლიოში მისი მიღების შესაძლებლობას, რაც ასევე ზღუდავდა ტრანსპორტირების შესაძლებლობას. Ан-124-ის მიღება კი შეუძლია აეროპორტების უმეტესობას.
კომპანია „ანტონოვშიც“ ამბობენ, რომ „რუსლანს“ კომერციული საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე „მრიას“, რომელიც თავის დროზე კოსმოსურ პროგრამაში მონაწილეობისთვის შეიქმნა.
„კერძოდ, „რუსლანს“ ორი სატვირთო ლუქი აქვს - ფიუზელაჟის წინა და უკანა ნაწილში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს თვითმფრინავის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესს. „მრიას“ კი ერთი სატვირთო ლუქი აქვს წინა ნაწილში“, - ამბობენ კომპანია „ანტონოვში“.
რომ შევაჯამოთ, „რუსლანების“ ფლოტის დაკარგვა „ანტონოვისთვის“ გაცილებით უფრო მძიმე და რთული იქნებოდა, ვიდრე „მრიას“ დაკარგვა, - აღნიშნავს ბოჰდან დოლინცე, - თუმცა იმიჯის თვალსაზრისით, გასაგებია, Ан-225-ს გაცილებით მეტი იმიჯური გამოსახულების წონა ჰქონდა.“
ასევე ნახეთ “ნელი სიკვდილის სცენარი” უკრაინისთვის, “5 წუთი შუაღამემდე” საქართველოსთვის” - ინტერვიუ პიტერ დიკინსონთან