მოკლედ
- რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემა და რა პოლიტიკურ კონტექსტში ხდება ეს?
- რა კრიტერიუმებით შეირჩა 17 ორგანიზაცია და რა პროექტები დაფინანსდა?
- რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ გამარჯვებულ ორგანიზაციებს შორის რამდენიმე სრულიად ახალია - ოფიციალურად 2025 წელს დაფუძნებული?
- შეიძლება თუ არა ეს პროცესი ჩაითვალოს კრიტიკული NGO-ების ჩანაცვლების მცდელობად „მთავრობაზე დამოკიდებული“ ორგანიზაციებით?
- სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ მცირე გრანტების საჯარო კონკურსის შედეგები გამოაცხადა და იმ 17 ორგანიზაციის სია გამოაქვეყნა, ვინც სახელმწიფო გრანტი მიიღო - ჯამში - 1 657 775 ლარი. თითოეული ორგანიზაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 ათას ლარი ერგო.
“ძალიან დიდი კონკურსი იყო”, - თქვა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ თამარ ზოდელავამ.
გამარჯვებული ორგანიზაციებიდან ოთხი სულ ახლახან, 2025 წლის ზაფხულში დარეგისტრირდა.
დანარჩენები შედარებით ძველი, ძირითადად ე.წ. სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები არიან.
გამარჯვებულთა სიაში მოხვდნენ:
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება: მათ სურთ ქუთაისში სოციალური სერვისების გაძლიერება და ბინაზე მოვლის პროფესიული სერვისის განვითარების ხელშეწყობა. მიიღეს 100 000 ლარი.
- დემოკრატიის განვითარების სააგენტო: მათ გრანტი მიიღეს პროექტისთვის "პოზიტიური მშობლობის პროგრამა რეგიონებში". განხორციელებაზე დახარჯავენ 99 980 ლარს.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი: მათი პროექტია, შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის განვითარების გზით. მიიღეს 99 997 ლარი.
- გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია დეა: მათი პროექტია "მწვანე კორიდორები და ფრინველების დაცვა კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონებში". დაფინანსდა 99 366 ლარით.
- ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება: მათი პროექტის “კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ” მიზანია დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობა. მათ 93 480 ლარიანი გრანტი მიიღეს.
- ენაგრამა - ხელოვნური ინტელექტის დანერგვა განათლების სისტემაში - ამ პროექტით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ენაგრამას“ ქართულენოვანი საუბარმწერი უნდა დაინერგოს. მათ ამ პროექტისთვის მიიღეს 100 000 ლარი.
- თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი: პროექტის მიზანი საკრებულოს ეფექტიანობის ამაღლებაა. ეს ორგანიზაცია დაფინანსდა 99 920-ლარიანი გრანტით.
- საზოგადოებრივი დამცველი: მათი პროექტის მიზანია „საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამოქალაქო მდგომარეობის, საჭიროებებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის სისტემური ბარიერების გამოვლენა და ანალიზი“. მიიღეს 99 68 ლარი.
- აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი: მათ პროექტის მიზნებში უწერიათ „აუტიზმის ეროვნული ცენტრის ბაზაზე სასათბურე მეურნეობის შექმნით ხელის შეწყობა აუტიზმის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებისა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის“. ამ პროექტში მათ მიიღეს 99 535 ლარი.
- საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი - მათი პროექტის თემაა უსინათლოთა განათლების, ხელოვნებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა. მიიღეს სახელმწიფო გრანტი 99 910 ლარი.
- დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი: მათი პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, "ახალგაზრდებში რბილი უნარების განვითარების ხელშეწყობით, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისა და ადგილობრივი საკითხების ადვოკატირების უზრუნველყოფა". დაფინანსება - 100 000 ლარი.
- ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი+ მათი პროექტის სახელია “ახალგაზრდული პოდქასტი - ართ ჰოლის მიკროფონი”, „ახალგაზრდების უფლებების დაცვა და შესაძლებლობების განვითარება, ორიგინალი პოდქასტ ეპიზოდების შექმნისა და გავრცელების საშუალებით“. მიიღეს სახელმწიფო გრანტი 99 825 ლარი.
- აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი "ჰერა": მათი პროექტის მიზანი „უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის ინკლუზიური სწავლებისას დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენება აუდიო წიგნების სახით“. სახელმწიფო გრანტი - 70 495 ლარი.
- საჭადრაკო კლუბი მერანი: მათი პროექტი აუტისტი ბავშვებისთვის „ინკლუზიური ჭადრაკის კლუბის განვითარებას„ ისახავს მიზნად. ისინი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დაფინანსდებიან. ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებულია 2025 აგვისტოში.
- საქართველოს დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი: მათი პროექტი საქართველოში შობადობის შემცირების ტენდენციების შესწავლას ისახავს მიზნად და აპირებენ “შობადობის კლების განმაპირობებელი ფაქტორების კომპლექსურ და მრავალმხრივ შესწავლას საქართველოს ეროვნული კონტექსტის ფარგლებში”. მათ მიიღეს 97 900 ლარიანი გრანტი. ეს ორგანიზაცია დარეგისტრირდა 2025 ივნისში.
- ახალი ქართული ჰაბი: პროექტი “ერთად მეტი შეგვიძლია” - მიზანი მშობელთა ჩართულობისა და კომპეტენციების გაძლიერება ინკლუზიური ურთიერთობების, ემოციური ინტელექტის, თანასწორი კომუნიკაციისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით. გრანტის ოდენობა 99 729 ლარი. ეს ორგანიზაციაც დაფუძნებულია 2025 წლის მარტში.
- მშვიდობის კვლევის ცენტრი: ამ ორგანიზაციის პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალური დისტანციის შემცირების ხელშეწყობა, სტერეოტიპების გამოვლენა და სოციალური ინტეგრაცია. დაფინანსდა 97 95 ლარით. ეს ორგანიზაცია დარეგისტრირდა 2025 წლის 22 ივლისს.
ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციების საქმიანობაზე ღიად თითქმის არაფერი იძებნება.
ასევე ნახეთ გრანტების გაცემაზე უფლებას "ოცნების" მთავრობა იტოვებს - ვის მისცემენ თანხმობას და ვის არა?კონკურსის შედეგებით, როგორც გამოჩნდა, ყველა კმაყოფილი არ დარჩა - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული გამარჯვებული პროექტების სიის ქვეშ არაერთი ადამიანის კრიტიკული თუ უკმაყოფილო კომენტარი გამოჩნდა.
“დაურიგეს ფულები ძმაკაც-ნათესავებს”
“კონკურსის შედეგები ძალიან ბუნდოვანი და გაუგებარია”
“ჩუმად ყოფნაში გადაუხადეს?”
"გონგოების ფაბრიკა" ამუშავებულა”. - წერენ გამოხმაურებებში.
მოითხოვდნენ უარით გასტუმრებული პროექტების გასაჯაროებასაც.
კონკურსის ზოგიერთი გულდაწყვეტილი მონაწილე კი თავად წერდა თავის დაწუნებულ პროექტზე. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი იყო - „პონტოელ ბერძენთა (გაბერძნებულ ლაზთა) მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორი“, რომელიც მოიცავდა საბერძნეთში (ალექსანდროპოლისა და სალონიკის რეგიონში) ექსპედიციებსა და ალექსანდროპოლის, სალონიკისა და ათენში არქივების შესწავლას ხოლო მოპოვებული მასალას გამოვცემდით მონოგრაფიის სახით ქართულ და ბერძნულ ენებზე…
ასევე ნახეთ ზოგს მილიონები, ზოგს სასჯელი - "ოცნებამ" იცის, როგორ განასხვაოს არასამთავრობო ორგანიზაციები2025 წლის 18 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებები, რომლითაც მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ( სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო) მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება. განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსება „უცხოური აქტორების” დაფინანსების საპირწონე ინიციატივა იყო.
“ფულის გათეთრების სქემა”
საგრანტო კონკურსის შედეგებს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ისეთი წარმომადგენელი გამოეხმაურა, ვისაც წლებია აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის და ადამიანების უფლებების დაცვის ხანგრძლივი გამოცდილება. მათ შორის იყო ქალთა უფლებების დამცველი იდა ბახტურიძეც - მან ამ პროცესს საჯაროდ უწოდა „გონგოების სახელმწიფო ბიუჯეტზე დასმის და ფულის გათეთრების ახალი სქემა“.
„გამარჯვებულების” ჩამონათვალში 4-5 ორგანიზაცია 2025 წელსაა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ არანაირი გამოცდილება და ასეთ ორგანიზაციას სახელმწიფო ანდობს ნახევარ მილიონამდე ლარს... ჩვენ ყველა რესურსის მიღება აგვიკრძალეს და ყველაფერი შეგვიზღუდეს, რომ ვეღარ ვიმუშაოთ, “გამჭვირვალობის” ეგიდით. ამ დროს სახელმწიფო ბიუჯეტი 1 600 000 -ზე მეტი ლარს გასცემს ისე, რომ ზოგს ამისი მართვის გამოცდილება საერთოდ არ აქვს“.
ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა 6 ქართული ორგანიზაციის საჩივარი FARA-ს წინააღმდეგ - TIGoNGO („Government-Organized Non-Governmental Organization“) - მთავრობის მიერ ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ძირითადად მოქმედებენ ისეთ ქვეყნებში, სადაც მთავრობები ცდილობენ სამოქალაქო სექტორის კონტროლს, კრიტიკული ხმების შესუსტებას ან საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებას. ისინი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ავტორიტარულ ან ნახევრად ავტორიტარულ სისტემებში. პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი არაერთი ორგანიზაცია მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში - ისინი ძირითადად მთავრობის მხარდამჭერების როლს ასრულებენ. ე.წ. გონგო ორგანიზაციები არიან ჩინეთში, ეგვიპტეში, ირანში, ეთიოპიაში, რუანდასა და სხვა ქვეყნებშიც.
"ისინი არასოდეს ხმას არ ამოიღებენ"
კონკურსში გამარჯვებული სიის გადახედვის შემდეგ, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი ბაია პატარაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ესეც დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის მთავრობაზე დამოკიდებული ორგანიზაციებით ჩანაცვლების მცდელობის ნაწილია.
სახელმწიფო ფულს აძლევს მათ, ვისი კონტროლიც შეუძლია. საკმარისია, მათგან გაისმას კრიტიკა, რომ დაფინანსება შეწყდება - ამბობს ბაია. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა გამოცდილ, ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრძალული აქვთ ნებისმიერი დონაციის მიღება, თუ არ ექნებათ ნებართვა მთავრობისგან.
”ეს ნებართვები დამოუკიდებელ ორგანიზაციებზე და დონორებზე არ გაიცემა. აზერბაიჯანშია ზუსტად ასეთი ვითარება - მიმართავ სახელმწიფოს ამ ნებართვისთვის და პასუხსაც არ გიბრუნებენ. აქაც “ქართულმა ოცნებამ” თავად დაიწყო ფულის გაცემა მათთვის, ვინც არასოდეს ამოიღებს ხმას მათ წინააღმდეგ”.
გარდა იმისა, რომ ათიათასობით ლარით დაფინანსებული ორგანიზაციების სიაში რამდენიმე თვეების შექმნილია, ბაია პატარაიას დაკვირვებით, ამ სიაში ბევრია სერვისის გამწევი ორგანიზაცია, რომლებიც, მისი თქმით, არ მუშაობენ პრობლემის გადაჭრაზე, სისტემის ცვლილებაზე, არასოდეს ღიად არ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, არასოდეს გამოაქვთ ინფორმაცია და საჯაროდ არ აწვდიან საზოგადოებას.
“გასაგებია, რომ არსებობს გამონაკლისები, და რომ მაგალითად, წითელი ჯვარს, ეს მისია აქვს - შედის ყველგან, კონფლიქტის ზონაში, უწევს დახმარებას, მაგრამ ის არასოდეს არაფერზე ხმას არ ამოიღებს. მაგრამ სხვა შემთხვევაში, რეალური არასამთავრობო ორგანიზაციის იდეა არის დაინახოს პრობლემა და ამაზე ხმამაღლა იქამდე ილაპარაკოს, სანამ მას არ მოაგვარებს. აქ კი ასეთ ორგანიზაციებს ვერ ვხედავთ”.
ბაია პატარაია ამბობს, რომ ამ ორგანიზაციებს დასჭირდებათ ძალიან დიდი დრო როგორც ადამიანებში ნდობის მოსაპოვებლად, ისე შედეგების მისაღწევად - ეს კი დაკარგული დროა, თუ იმ ფაქტორსაც არ დავივიწყებთ, რომ უკვე წარმატებული, წლების განმავლობაში გამოცდილი და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის საქმიანობა შეჩერებულია.
“ქართულ არასამთავრობო სექტორს ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდამ ახასიათებდნენ როგორც კრიტიკულ, გამბედავ, მრავალფეროვან და ძალიან მუშა სექტორს - სერვისების, ადვოკატირების, ექსპერტიზის კუთხით. და ამ შეფასებას ათწლეულები დასჭირდა. ამ შრომის და გაკეთებული საქმის მხოლოდ ფულით ჩანაცვლება შეუძლებელია… თან, ყველამ იცის, რომ ეს გონგო ორგანიზაციებია. მათ არავინ სერიოზულად არ მიიღებს”, - უთხრა ბაია პატარაიამ რადიო თავისუფლებას.
„გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნის პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო არაერთი შემზღუდავი კანონი, რომლებითაც ფუნქციონირების შეჩერების რისკის წინაშე აყენებს კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მისგან დამოუკიდებელ მედიას. ამასთან, საერთაშორისო დონორები ვეღარ გასცემენ გრანტს საქართველოში, თუკი „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობა არ ექნებათ.„გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოებაში უწოდეს „ქართველი ხალხის დევნის აქტი“.
17 ნოემბერს გაირკვა, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას. მოგვიანებით სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ზედამხედველობა გავრცელდა „აგენტების კანონზე“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და „აშშ-ის ანალოგიურ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA).
ასევე ნახეთ არასამთავრობოებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს გრანტების შესახებ მათგან ინფორმაციის გამოთხოვის გადაწყვეტილებაეს ის ანტიკორუფციული ბიუროა, რომლის სამიზნედაც საქართველოში მოქმედი არაერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია იქცა - ისინი, ვინც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში დარეგისტრირებაზე უარი განაცხადეს.
რაჟდენ კუპრაშვილის უწყება მოითხოვდა მათი საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას: გრანტის გაცემის შემდეგ გათვალისწინებული სამუშაო გეგმას, ინვოისებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, მონაწილეებისა და ბენეფიციარების პირად ინფორმაციას (პირადი ნომრები), აქტივობის ამსახველი ფოტოვიდეომასალას და სხვა.
ამ დრომდე არცერთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ბიუროსთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადაუცია. მათ მიაჩნიათ, რომ ბიურო საჭიროზე მეტ პირად ინფორმაციას ითხოვდა ორგანიზაციების ბენეფიციარების შესახებ და თავად არღვევდა კანონს.
არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი ხუთეული, ვისაც 2025 წლის ივნისში სასამართლოს განჩინება მიუვიდა იყო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ , „საფარი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC), „საქართველოს მომავლის აკადემია“. რამდენიმე თვეში ეს ჩამონათვალი გაფართოვდა.
ასევე ნახეთ ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციებს კვლავ გაუგზავნა წერილისახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ასეთ კონკურსს წელიწადში ორჯერ გამოაცხადებს.
2025 წლის 31 მაისიდან ძალაში შევიდა სადავო პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ."ქართული FARA", რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო. ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი - კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.