მაია სანდუ: მოლდოვა თქვენ გვერდითაა

თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დღის განმავლობაში არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის ყურადღება მიიპყრო.

თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციასა და განვითარებულ მოვლენებს X-ის პლატფორმაზე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

„ჩემი ფიქრები ახლა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენ გვერდითაა“.

თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დღის განმავლობაში არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის ყურადღება მიიპყრო.

ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა "ქართული ოცნების" ლიდერებს უწოდა "რუსები, რომლებიც ემსახურებიან პუტინს". ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ კი დაპოსტა, რომ 4 ოქტომბრის აქცია "ქართველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროტესტია ევროპული საქართველოსთვის”.

ასევე ნახეთ

ჟიგიმანტას პავილიონისი: “ქართული ოცნების” ლიდერები არ არიან ქართველები - ისინი არიან რუსები„გამოკვლევაზე მივდივარ, მე აუცილებლად დავბრუნდები“ - პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაჰყავთდაშავდა 14 პოლიციელი, ერთი მძიმედ, გამოძიება 4 მუხლით დაიწყო - მინისტრის მოადგილეთამარ ჩერგოლეიშვილი: იდექით მშვიდობიანად და მტკიცედ, გადაივლის სიშლეგე და გავიმარჯვებთ სახელოვნადპრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის დაშლა დაიწყესპრორუსული ძალები დასუსტდნენ, მაგრამ არ გამქრალან - ინტერვიუ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ზახაროვამ საქართველო ზელენსკისა და სანდუსგან „დაიცვა“"ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?