სამხედრო ალიანსის თანახმად, ოპერაციის არსი ნატოს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე კავშირისა და მოქნილობის გაძლიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფოკუსში რუსულ დრონები და პოლონეთია, ის მრავალნაწილიანია - ჩართულნი არიან სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო ძალები და მისი მიზანია ჩრდილოეთის ზღვიდან შავ ზღვამდე არსებული ხარვეზების შევსება.
ეს ოპერაცია მხოლოდ ნატოს ტერიტორიაზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს გეგმები დასავლეთის მიერ უკრაინის ცის დასაცავად. კიევი ასეთ ნაბიჯს მიესალმებოდა და, ისედაც, შესაძლებელი გახდებოდა რუსული დრონების სამიზნეში გაცილებით ადრე ამოღება, მაგრამ ნატოს ბევრი მოკავშირე შიშობს, რომ ამან შეიძლება კრემლთან პირდაპირი კონფლიქტი გამოიწვიოს.
მთავარი მიზანი ინტეგრირებული სისტემაზე გადასვლაა. აქამდე ნატოს მოკავშირეები საჰაერო პატრულირებას ინდივიდუალურად ახორციელებდნენ, ნატო კი დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
ასევე ნახეთ ნატო რუსეთს აფრთხილებს, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თავის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებსახლა კი სურთ, მეტი რესურსი იყოს დაკავშირებული მთელი აღმოსავლეთი ფლანგის გასწვრივ, იქნება ეს რაკეტები თუ დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგია. ამ ოპერაციის შთაგონებაა „ბალტიის გუშაგი“, მოსკოვის მიერ ბალტიის ზღვაში სავარაუდო წყალქვეშა დივერსიული საქმიანობის საპასუხოდ წელს დაწყებული ოპერაცია.
ნატოს ოფიციალური პირები, რომლებთანაც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის პირობით ჰქონდა კავშირი, ამ ოპერაციას წარმატებულად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ რეგიონში კაბელების ან სხვა ინფრასტრუქტურის გაწყვეტის მცდელობები ბოლო დროს აღარ ყოფილა. ნატოს ტერიტორიაზე დრონების შეღწევის თავიდან აცილება უფრო რთული იქნება, მაგრამ თავდაცვის გაძლიერება „რუსეთს ორჯერ დააფიქრებს, სანამ ხელახლა გამოცდას ჩაატარებს“.
რვა ქვეყანა უკვე შეუერთდა „აღმოსავლეთის გუშაგს“, რომელსაც ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსუს გრინკევიჩი უძღვება. მოსალოდნელია, რომ მალე სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.
საფრანგეთი სამი Rafale გამანადგურებელს და Airbus A400M სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს განათავსებს პოლონეთში. დიდი ბრიტანეთის რამდენიმე Typhoon-ის გამანადგურებელი განახორციელებს თავდაცვით მისიებს პოლონეთის ცაში, გერმანიამ კი თავისი ოთხი Eurofighter გადაიყვანა აღმოსავლეთ მეზობელთან უფრო ახლოს, რათა ნებისმიერ მომენტში შეძლოს დავალებების შესრულება.
ასევე ნახეთ რადოსლავ შიკორსკი რუსეთს: ...იმპერიების დრო წასულია და თქვენი იმპერია არ აღდგებათვითმფრინავებს იტალია და დანიაც გამოყოფენ. გარდა ამისა, კოპენჰაგენმა ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო გემი განათავსა. ესპანეთი და შვედეთიც ჩაერთვებიან, ხოლო ჩეხეთი პოლონეთში სპეციალური დანიშნულების რაზმებს განათავსებს და სამ ვერტმფრენსაც გაგზავნის.
აქ ორი რამეა აღსანიშნავი. პირველი ისაა, რომ აშშ „აღმოსავლეთ გუშაგს“ ჯერჯერობით არაფერს აწვდის. ამის შესახებ შეკითხვას გრინკევიჩმა პრესკონფერენციაზე ნახევრად ხუმრობით უპასუხა, რომ „რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო აქტივებს... მე აქ ვარ და ჩართული ვარ“, შემდეგ კი დასძინა, რომ „შეერთებული შტატების ერთგული რჩება ალიანსის ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურის მიმართ“.
შეერთებულ შტატებს პოლონეთში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული და ეს რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია ვაშინგტონის მიერ ევროპიდან აზიის სივრცეში სამხედრო პერსონალის გადაყვანაზე, ნატოს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც რადიო თავისუფლებას ესაუბრნენ, დაბეჯითებით განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ არანაირი მინიშნება იმის შესახებ, რომ ჯარისკაცების რაოდენობა აღმოსავლეთ ფლანგზე მალე შემცირდება.
ასევე ნახეთ საქართველო შეუერთდა 50 ქვეყნისა და ევროკავშირის განცხადებას რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევებზემეორე საკითხი ისაა, რომ „აღმოსავლეთის გუშაგი“ ჯერჯერობით ძალიან ძვირადღირებულ გამანადგურებელ თვითმფრინავებსა და სხვა ძვირფას აღჭურვილობაზეა ორიენტირებული. ეს იყო ერთ-ერთი კრიტიკა პოლონეთისა და ნატოს მიმართ 10 სექტემბრის შემდეგ: რომ იაფფასიანი დრონებისგან დასაცავად მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების გამანადგურებლები გამოიყენებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი აღიარებს, რომ ვარშავას „ძალის დემონსტრირება“ სურს, სხვები აღნიშნავენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ეკონომიკურად მდგრადი ვერ იქნება. როგორც ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ დრონების დამარცხების საუკეთესო გზა არ არის ძალიან, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავიდან გასროლილი ძალიან ძვირადღირებული რაკეტა“.
ამგვარად, „აღმოსავლეთის გუშაგი“ ნაუცბადევი ღონისძიებაა, ვიდრე პოტენციური „დრონების კედელი“ რეალობად არ იქცევა.
ასეთი სისტემის მშენებლობაში ნატო ცენტრალურ როლს შეასრულებს და ევროკავშირის მიერ მისი დაფინანსების მზადყოფნის გამოხატვის გათვალისწინებით, პროექტი, როგორც ჩანს, განხორციელდება, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, ეს ორი-სამი წლის შემდეგ მოხდება.
ასევე ნახეთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დაძაბულობის ფონზე ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ „ძლიერი“ ზომების მიღებისკენმანამდე სამხედრო ალიანსი განიხილავს ლატვიის მიერ შექმნილ აკუსტიკურ სენსორებს, რომლებიც დრონებს უფრო სწრაფად აფიქსირებენ და ახალ საბრძოლო აღჭურვილობას, რომელიც თვითმფრინავებს უფრო იაფი რაკეტების გამოყენების საშუალებას აძლევს. ეს ორი რამ შეიძლება საკმაოდ სწრაფად შეიძლება მოხდეს.
კიდევ ერთი მოდელი, რომლის ადაპტირებაც ნატოს უკრაინის გამოცდილებიდან შეუძლია, მობილური ჯგუფებია, რომლებსაც კიევი ბრძოლის ველზე სულ უფრო მეტი წარმატებით იყენებს ესაა პატარა, სწრაფად მოძრავი დანაყოფები, რომლებიც შეიარაღებული არიან ტყვიამფრქვევებით ან პორტატიული საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
გრინკევიჩის თქმით: „დროა, ახლებურად შევხედოთ ამას. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ. ნატო სწავლის პროცესში მყოფი ორგანიზაციაა“.