ამ დოკუმენტების თანახმად, კრემლის ტაქტიკაა საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველი ამომრჩევლების მოსყიდვა, დესტრუქციული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის ფართომასშტაბიანი კამპანია.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კრემლში დამტკიცებული მრავალდონიანი სტრატეგიის მიზანია ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიის, „მოქმედების და სოლიდარობის“ გამარჯვების შანსს და ის ხელისუფლებას ჩამოაშოროს.
დოკუმენტით, რომელსაც გამოცემა გაეცნო, კრემლის გეგმის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია მოლდოვაში კონკურენტული წინასაარჩევნო ბრძოლის შთაბეჭდილების შექმნა, თუმცა რეალურად გეგმა მიმართულია სანდუს მხარდაჭერის შემცირებისკენ. რუსეთის გეგმა ითვალისწინებს მაკომპრომეტირებელი მასალების გამოყენებას მოლდოვის სახელმწიფო მოხელეებზე ზეწოლისთვის, სპორტული კლუბებიდან ახალგაზრდა მამაკაცების დაქირავებას კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ ძალადობრივი პროვოკაციების ორგანიზებისთვის და სხვა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი სანდუ: რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადებამოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის. კრემლში ეს ბრალდება, ტრადიციულად, უარყვეს
რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე სანდუმ 9 სექტემბერსაც ილაპარაკა ევროპარლამენტში გამოსვლისას.
მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამოც. 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%).
ასევე ნახეთ რას ცვლის სანდუს "რუსული ანტიპოდის" დაპატიმრება მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინ?მოლდოვის ხელისუფლებამ 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მოქმედება პრორუსულად მიჩნეული ძალების მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციის ხელშემწყობთა და უკანონო დაფინანსების ფაქტების გამოსავლენად.
მხოლოდ სექტემბრის დასაწყისიდან 300-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა და 20-მდე პირი დააკავეს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პრორუსული ძალები მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალისტ იგორ დოდონის გარშემო შექმნილ „პატრიოტულ ბლოკში" არიან გაერთიანებული.
ასევე ნახეთ მოლდოვაში გრძელდება რუსეთის მხარდაჭერით დესტაბილიზაციის მომზადების საქმის გამოძიება