პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა მოსკოვში სურს. შვეიცარია პუტინს იმუნიტეტს შესთავაზებს

ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი,

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების ადგილად მოსკოვი წამოაყენა, ავრცელებს ცნობას AFP-ი მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკების ადგილი ჯერ არ არის დადგენილი.

19 აგვისტოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინიაციო კასისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი და ზელენსკი შვეიცარიაში გადაწყვეტენ შეხვედრას, ის რუსეთის პრეზიდენტს იმუნიტეტს შესთავაზებს, რომელიც მას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დევნისგან დაიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს ამგვარი შეხვედრის ორგანიზებას. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა უნდა შედგეს ევროპაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ასეთი სამიტისთვის საერთაშორისო სასამართლოს ორდენთან დაკავშირებით გამონაკლისის უნდა დაწესდეს.

Reuters-ი იტყობინებოდა, რომ შეხვედრა შეიძლება შედგეს ბუდაპეშტში, რადგან უნგრეთმა სისხლის სამართლის სასამართლო დატოვა და ის არ აღიარებს მის ორდერებს სახელმწიფოთა მეთაურების წინააღმდეგ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. მას უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებენ. მოსკოვი უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას და არ აღიარებს ამ სასამართლოს ლეგიტიმურობას.

ასევე ნახეთ

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერა და ევროპის სახმელეთო ჯარები შეიძლება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი იყოსსერგეი ლავროვისთვის კონფლიქტების მოგვარებისას ტერიტორიების გაცვლა ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისააზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები იქნებამაკრონი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდესტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის საკითხი ევროპის ლიდერებმა, ტრამპმა და ზელენსკიმ ერთობლივი შეხვედრა ჩაატარეს: „ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა“ტრამპმა და ზელენსკიმ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზე ილაპარაკეს