Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები იქნება


ფოტოზე: დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ)
ფოტოზე: დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ შინაარსზე უსაფრთხოების გარანტიებისა, რომლებიც უკრაინას მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა მისცენ.

„გუშინ ვაშინგტონში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისა და უკრაინისა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ცნობით, კოორდინაცია ლიდერების დონეზე დღეს და ხვალაც გაგრძელდება და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მუდმივ კონტაქტზე არიან. „უსაფრთხოების გარანტიები იქნება“, - დაწერა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს. „უკრაინა გრძნობს ამ ძალას“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისათვის იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დროს.

“ჩვენ მათ ძალიან კარგ დაცვას, ძალიან კარგ უსაფრთხოებას მივცემთ“, - განაცხადა შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა.

უსაფრთხოების ეს პირობები შეიძლება წარმოადგენდეს კომპრომისს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დაცვას ნატოში გაწევრიანების გარეშე. მანამდე ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა თქვა, რომ განიხილებოდა ნატოს „მე-5 მუხლის მსგავსი დაცვა“.




ფორუმი

XS
SM
MD
LG