სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სიტყვისა და გამოხატვის კანონში ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადამიანების და ორგანიზაციების შეფასებით, მკვეთრად აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავს მედიას და კრიტიკოსების მიმართ დამატებითი წნეხის შექმნის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას.
მესამე მოსმენით კენჭისყრამდე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ მეორე მოსმენისას მან "გარკვეული ტექნიკური უზუსტობა" დაუშვა, როცა ვიქტორ ჯაფარიძის კითხვის პასუხად თქვა, რომ კანონიდან იღებდნენ მეოთხე მუხლს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას შეეხება.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით მიღებამდე, მეოთხე მუხლთან დაკავშირებით ვიქტორ ჯაფარიძემ იკითხა:
“როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: “სავარაუდოდ“, “მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. კანონის მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
ახლა რანაირად გამოვა ეგ? ამას აუცილებლად გამოიყენებენ“.
ვიქტორ ჯაფარიძის ამ კითხვის პასუხად მათიკაშვილმა თქვა, რომ მეოთხე მუხლი სრულად არის ამოღებული ახალი ვერსიიდან და ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.
ასევე ნახეთ ცილისწამებაზე სასამართლოსთვის მიმართვა კანონში ცვლილებამდე გაკეთებული განცხადებებისთვისაც იქნება შესაძლებელიმეოთხე მუხლის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება კი დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. კანონის ჯერაც მოქმედი რედაქციით, მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
„აღნიშნული მუხლი ცილისწამებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ ეხება. ის მოწოდების და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩანაწერია.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ამოღებულია პრივილეგიების მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის პრივილეგიებს გულისხმობს, თუმცა კანონის მეოთხე მუხლს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, ჩვენ არ შევხებივართ. ეს მუხლი არის უცვლელი და კანონიდან მუხლი არ ამოგვიღია“, - თქვა მათიკაშვილმა მესამე მოსმენისას.
ასევე ნახეთ კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნას მიჩნეული - წულუკიანი"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული ცვლილებები, - რომლებიც ცილისწამების შეცვლილ განმარტებასა და ცილისწამებაზე სამოქალაქო დავისას მტკიცების ტვირთის ცვლილებას ეხება, - პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ამ ცვლილებების მიხედვით:
- ცილისწამებაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება;
- სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვიდან 10 დღემდე მცირდება;
- თუკი ამ კანონის ძალით აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო "ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირებადი შეიძლება გახდეს „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“;
- უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, დაუშვებელია გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
- კანონს ექნება 100-დღიანი უკუქმედების ძალა.