ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში 23 ივნისს დაწერა, რომ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ირანის ყველა ბირთვულ ობიექტს „მონუმენტური ზიანი" მიადგა.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ზუსტი ტერმინი განადგურებაა.
მანამდე დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, თუ ირანის დღევანდელ რეჟიმს არ შეუძლია ირანი ისევ დიადი გახადოს, რატომ არ უნდა შეიცვალოს ეს რეჟიმი?
ასევე ნახეთ NYT-ის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ბუნკერში იმალება, მემკვიდრეებს ირჩევსირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, 22 ივნისს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ამირ საიდ ირავანიმ აშშ დაადანაშაულა აბსურდული საბაბით ომის გაჩაღებაში და განაცხადა, რომ თეირანი აგრესიისგან თავის დაცვის უფლებას იტოვებს.
ირანელმა დიპლომატმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი დასდო კიდევ ერთ „ხანგრძლივ და უაზრო ომში" ამერიკის ჩათრევაში. ირავანიმ მოითხოვა, რომ ისრაელს და აშშ-ს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
ასევე ნახეთ „აშშ-მა სახიფათო ომი დაიწყო“ - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროგაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა დანი დანონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა მთელმა მსოფლიომ უნდა გადაუხადოს.
დანონის თანახმად, ირანის მიმართ იყო დიპლომატიის მცდელობა, მაგრამ მან „მოლაპარაკებები თეატრად აქცია" და დროის მოსაგებად გამოიყენა.
ასევე ნახეთ ფორდო დაბომბვამდე და დაბომბვის შემდეგ21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
მანამდე, 13 ივნისიდან ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ისრაელის არმიამ. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით არაერთი შეტევა მიიტანა.
ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
2025 წლის 25 მარტს სენატში გამოსვლისას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მხრიდან კი არ არის სანქცირებული 2003 წელს შეჩერებული ბირთვული პროგრამის განახლება.
ტულსი გაბარდის მიერ მარტში წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ ჟურნალისტებმა 17 ივნისს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მან უპასუხა, რომ არ აინტერესებს, რა თქვა გაბარდმა, რადგან ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან.
ასევე ნახეთ რას წარმოადგენს ირანის ბირთვული პროგრამა და რა დარჩა მისგან?ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვაშინგტონის და თეირანის მოლაპარაკებების მორიგი, 2025 წლის აპრილის შემდეგ მეექვსე რაუნდი ივნისის შუა რიცხვებში ომანში უნდა გამართულიყო. ისრაელის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანმა უარი თქვა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე.
22 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოეთის ქვეყნებში მყოფ მოქალაქეებს მიმართა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში არ არის ნახსენები აშშ-ის დარტყმები ირანის ობიექტებზე. რეკომენდაცია განსაკუთრებული ყურადღების შესახებ ახსნილია იმით, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა გამოიწვია მთელ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცის დახურვა და გადაადგილების შეფერხება და გარდა ამისა, არსებობს აშშ-ის მოქალაქეებისა და ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციების შესაძლებლობა.