ამის შესახებ მან განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმე („მტკვარი ჰესი“) განიხილება.
„ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკწამოფარებული, მე უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაციას, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი - ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“, - თქვა ბაჩიაშვილმა.
რადიო თავისუფლება ცდილობს სუსის პრესსამსახურთან დაკავშირებას - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულებისთვის გამოყოფილ სივრცეში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილების დროს.
ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავესბიზნესმენის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა მალევე განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს“. მასში არ იყო დაკონკრეტებული, როგორ და რა გზით ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილმა საქართველოში დაბრუნების დეტალებზე 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის განხილვის დროს ისაუბრა. ამ სხდომაზე ბრალდებულმა თქვა, რომ ის უცხო ქვეყანაში „გაიტაცეს“ და ასე დააბრუნეს თბილისში.
„მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის - ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში“, - თქვა მან.
Your browser doesn’t support HTML5
Georgian Airways-ის ფრენა 26 მაისს
ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილი: გამიტაცეს და თვალები ამიხვიეს, თვითმფრინავით ჩამომიყვანესბორტი, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობდა, flightradar24-ის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 26 მაისს გაფრინდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, ჩაფრინდა დუბაიში და მალევე დაბრუნდა უკან. რადიო თავისუფლებამ Georgian Airways-ს ჰკითხა, ვისი დაკვეთით შესრულდა ეს ფრენა და ვინ იყო მგზავრი.
„კერძო პირების მიერ ყოველდღე ხდება რეისების დაკვეთა და პერსონალურ მონაცემებს ვერ გავცემთ“, - კომპანიაში არ უპასუხეს კითხვას, ეს კონკრეტული ფრენა სახელმწიფოს დაკვეთით შესრულდა თუ კერძო პირის.
flightradar24-ის მონაცემები
დღეს, 9 ივნისს რადიო თავისუფლებამ „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესსამსახურს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა - უსარგებლია თუ არა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილს მათი ბორტით. კომპანიაში განაცხადეს, რომ დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება.