უნდა გათავისუფლდნენ ჯაფარიძე, მელია და ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის გამო დაკავებულები - ევროკავშირის პრესსპიკერი

„პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს“ - ევროკავშირის პრესსპიკერი.

ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ანუარ ელ ანუნი ეხმაურება პოლიტიკოსების, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მელიას, ასევე სხვების დაპატიმრებას.

„ზურაბ ჯაფარიძის დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ, გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია დააპატიმრეს“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.

„პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს“, - აცხადებს იგი.

„ყველა, ვინც დაკავებულია ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის გამო, უნდა გათავისუფლდეს“, - აცხადებს ევროკავშირის პრესსპიკერი.

ასევე ნახეთ შსს ამბობს, რომ მელია „პოლიციელის შეურაცხყოფისთვის“ დააკავეს ადმინისტრაციული წესით
  • ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს - გირაოს გადაუხდელობის საფუძვლით, „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო;
  • ნიკა მელია დააკავეს 29 მაისს, იდენტურ საქმეზე მისი სასამართლო სხდომის წინა საღამოს. შსს ამბობს, რომ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს „პოლიციელის შეურაცხყოფის“ გამო.
  • 30 მაისს სასამართლომ მასაც პატიმრობა შეუფარდა;
  • თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს გადაუხდელობის შემდეგ დაპატიმრებულია კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი.
  • გირაოს გადახდას არ გეგმავს არც ნიკა გვარამია.
ასევე ნახეთ ნიკა მელიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


ასევე ნახეთ მელიას სასამართლო სხდომა შეწყდა მას შემდეგ, რაც მან მოსამართლეს წყალი შეასხა