ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. 

„გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს... გისურვებთ თქვენ და თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას, მშვიდობასა და ახალ მიღწევებს“, - წერია წერილში.

ასევე ნახეთ ლუკაშენკა და ალიევი კობახიძეს, ყაველაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველომ მილოცვა მიიღო სხვა ქვეყნებიდანაც.

ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ასევე ნახეთ დამოუკიდებლობა არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად - ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავს

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.