ასურეთის ევროპული ხიბლი
წელს ზუსტად ორი საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც შვაბიიდან საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოვიდნენ და ასურეთში გერმანული კოლონია ელიზაბეტტალი დააარსეს. გერმანელებმა ელიზაბეტტალში საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს, გამართეს ინფრასტრუქტურა, ააშენეს უნიკალური სახლები, ეწეოდნენ მეღვინეობას, საკუთარი ელექტროსადგურიც კი მოაწყვეს. 1941 წელს კი მათი დიდი ნაწილი ერთ ღამეში ძირითადად ყაზახეთში გადაასახლეს. ელიზაბეტტალში დარჩნენ მხოლოდ ის გერმანელები, რომლებიც ქართველებზე იყვნენ დაქორწინებულნი. ასე დარჩა ელიზაბეტტალში ჩვენი ამბის მთავარი გმირის, ჯულიეტა დარჯანიას, ბებია ელა შლეხტიც. დღეს ჯულიეტა ასურეთში ცხოვრობს. აქტიური ურთიერთობა აქვს გერმანელ ნათესავებთან, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით მოძებნა. ჯულიეტა ასურეთში თავისი წინაპრების ტრადიციულ საქმიანობას, მეღვინეობას, ეწევა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...