მუსტაფა ემრე ჩაბუქის ბრძოლა ლტოლვილის სტატუსისთვის გრძელდება
22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი განიხილებოდა. დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერის დაცვის მხარე ითხოვდა ბათილად ეცნოთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ამჟამად ჩაბუქი, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 2017 წლის მაისში თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, წინასაექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. ანკარა ჩაბუქს ფეტულა გიულენის „ტერორისტულ ორგანიზაციასთან“ კავშირში ადანაშაულებს, რასაც მუსტაფა ემრე ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ქართველი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა მისთვის საფრთხის შემცველია, ექსტრადიცია კი დაუშვებელი, რადგან მას თურქეთში არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრება. 22 იანვარს სააპელაციო სასამართლოში ჩაბუქის საქმის განხილვა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა და მომდევნო სხდომა 26 იანვრისთვის გადაიდო.
ეპიზოდები
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის