გოგონა მწვანე ვაგონში
ექვსი წლის სალომე მუხიანში, ვაგონში ცხოვრობს. ბავშვი ობოლია, დედა ორიოდე თვის წინ გარდაეცვალა. გოგონა დეიდამისმა, ჟანა მამუდოვამ შეიკედლა, რომელსაც, თავის მხრივ, მუდმივი საცხოვრებელი არა აქვს და თავს ნათხოვარ ვაგონს აფარებს. ჟანას თავისი შვილიც ჰყავს, ცხრა წლის ბიჭი, რომელიც იმავე ვაგონში ცხოვრობს. გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ მამუდოვას შესთავაზა, ბინა იქირაოს და ქირის გადახდასაც დაჰპირდა, მაგრამ ქალი შიშობს, რომ ქირას ყოველთვის არ გადაუხდიან და ამასობაში ვაგონსაც დაკარგავს. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ სურთ, ბავშვის მეურვედ სწორედ ჟანა მამუდოვა დანიშნონ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მან გამგეობის წინადადება მიიღოს და ბავშვმა ვაგონში აღარ იცხოვროს.
ეპიზოდები
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის