Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის

„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:06:17 0:00

ამ ვიდეოში გიყვებით, რა ხდება მსგავსი პროცესების დროს სასამართლოში და რა პირობებში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა. კითხვა კი ასე დავსვით - რატომ ტარდება დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო სხდომები პატარა დარბაზში, სადაც მხოლოდ ოცამდე ადამიანი ეტევა, დამსწრე კი გაცილებით მეტია?

ბოლო თვეებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირია ხმაური და გაწევ-გამოწევა სხდომების დარბაზებთან - მიზეზი ის არის ხოლმე, რომ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესებზე დასწრება გაცილებით მეტ ადამიანს სურს, ვიდრე პატარა ზომის დარბაზი იტევს. არადა, არც თუ იშვიათად, რატომღაც ასეთი სხდომები პატარა დარბაზებში ტარდება ხოლმე

ამას მოსდევს პროტესტი, ადვოკატების მხრიდან შუამდგომლობის დაყენება, შეხლა-შემოხლა და ხანდახან ხელჩართული ჩხუბიც დარბაზში მოსახვედრად. შედეგად - დამსწრეთა დიდი ნაწილი და რაც მთავარია მედია - გარეთ რჩება ხოლმე

ხანდახან, დიდი დარბაზი - პატარით სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იცვლება. მიზეზად ხან დარბაზის დაკავებულობას ასახელებენ, ხან ამბობენ, რომ „ის მოსაწესრიგებელია“.

რეზონანსული პროცესების დროს სასამართლოს ეზოში შესამჩნევად მატულობს პოლიციელების რაოდენობა, ხოლო დარბაზებთან მანდატურების კორდონი დგება

ფორუმი

XS
SM
MD
LG