ოჯახში ძალადობა: სტატისტიკა და შსს-ს პოლიტიკა
საქართველოში ძალადობა ოჯახში ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. გასული წელი ამ მხრივ ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა: 20-ზე მეტი ქალი ემსხვერპლა ოჯახში ძალადობას. როგორ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლას 2015 წელს, ამის შესახებ ლაპარაკობს "გენდერული ამბების" ერთ-ერთი სტუმარი, ამ უწყების წარმომადგენელი მაკა ფერაძე; ხოლო ბოლო 6 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკაზე მოგვითხრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელი ლონდა ბერია. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 12, 2025გაცოცხლებული ადამიანები თამარ მამალაძის უნიკალური ჩანაწერებიდან
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი