ჩაბუქი ექსტრადირებისა თუ ლტოლვილის სტატუსის მოლოდინში
თურქეთის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ელის. მის მოთხოვნას განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იკვლევს. საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, გამოკვლევის დასრულებამდე შეჩერებულია ექსტრადიციის პროცესი, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კი პროცესი სრულად შეწყდება. 28 ივნისს მუსტაფა ჩაბუქის ადვოკატმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორისაგან მიიღო წერილი, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, შესაძლოა, ის დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ქართველმა სამართალდამცავებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 24 მაისს დააკავეს თურქეთის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს შეუფარდა საექსტრადიციო პატიმრობა. თურქეთის ხელისუფლება მას ადანაშაულებს, მათივე სიტყვებით, აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის, „ტერორისტული ორგანიზაციის“ საქმიანობის ხელშეწყობაში, რასაც ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?