Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში დააკავეს აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ალი ქერიმლი, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება


ალი ქერიმლი
ალი ქერიმლი

ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე ალი ქერიმლის და პარტიის პრეზიდიუმის წევრ მამედ იბრაჰიმლის ორი თვით და 15 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იტყობინება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური.

ქერიმლის და იბრაჰიმლის ბრალი წაუყენეს ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლისკენ (სისხლის სამართლის კოდექსის 278.1 მუხლი). მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

ისინი 29 ნოემბერს დააკავეს ჩხრეკის შემდეგ. უსაფრთხოების სამსახურმა იმ დღეს პარტიის სხვა აქტივისტებიც დააკავა, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს.

ქერიმლისა და იბრაჰიმლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, 87 წლის რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მას ეს თანამდებობა 1995 წლიდან 2019 წლამდე ეკავა.

ხელისუფლება მას ადანაშაულებს ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ მიმართულ ქმედებებში (სისხლის სამართლის კოდექსის 278.1 მუხლი), სახელმწიფოს ღალატში (სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლი) და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გათეთრებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 193-1.3.2 მუხლი). ის ოთხი თვით შინაპატიმრობაში მოათავსეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG