16:10 - მურთაზ ზოდელავა ამბობს:
„გასაგებია ფოკუსირებულია კონკრეტული სამიზნე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, მე არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთღებული მიზანი იყოს ამაში.. ჩემგან განსხვავებით ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად... მზად ვარ ყველა მუხლის აღიარებაზე ვისაუბრო, ოღონდ ათეულობით ადამიანი... ყველაფერი მე შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ..მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამ ადამიანების უკან, 60 ტრაგედია...მე აგერ ვარ, რაში სჭირდება ამდენი რესურსის დახარჯვა... ამოცანა შესრულებულია, ეს პროპაგანდა იმხელა ტალღა იყო....კი ბატონო გამაშავეთ, რამ შეიძლება გამათეთროს... 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში და 60 ადამიანი იტანჯება, ეს ოჯახის ტანჯვაც არის. ამ ადამიანებისთვის ეს ადვოკატი ხარჯია, დიდი ტრაგედიაა... ეს ხალხი ახლა გავიცანი [მიუთითებს ვისაც არ იცნობს].. ამ სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილან და ამისთანა რამდენი.
....რაღაც არსებობს, რაღაც ზომიერება, განსაკუთრებით მაშინ, რომ პირველი, მეორე და მესამე ტიპის ამოცანა, შესრულებული იყოს, ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა არავინ, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა...ყველაზე მურტალი მუხლი.... 4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არსებობს, არც დასავლეთი, არც ენჯეო, არც მედიატორი..საქართველოში სულ ასეთი აქციები იყო, სხვა ტიპის აქციები უბრალოდ არ ყოფილა...გავიგეთ რომ ახლა ეს სტანდარტია, შეგუეული ვარ რომ კარგი ცხოვრება არ მექნება, ამ ადაიანებს სხვა თვალით შეხედეთ რა, ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრეთ შევეჩვიეთ, მაგრამ ამ 60 ადამიანსაც არ ჰყავს მომკითხავი... შიშია, ასეთი რაღაც ხდება... ჩემი გულწრფელი პოზიციაა..“.
16:17 - პაატა მანჯგალაძე ამბობს: „დავრწმუნდი, რომ 4 ოქტომბერს იქ ხალხი იყო მოსული სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ადამიანებს კრიმინალებად ვერ გამოაცხადებთ. ჩვენი უპირატესობაა - მეტი მორალი, მეტი ზნეობა, მეტი რწმენა და მეტი სიყვარული“.
16:19 - სიტყვას ამბობს ირაკლი ჩხვირკია:
„ჩემი სამშობლოსთვის კარგის მეტი ცუი არაფერი გამიკეთებია, საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანი ვარ, რომელსაც 225-ე მქონდა წაყენებული, ორგანიზატორობა და გავმართლდი, ეს იყო 7-8 წლის წინ და მაქვს გამოცდილება.
წლების წინ ვიყავი პოლიციელი, გამოძიებასთანაც კარგად ვარ და სისხლის სამართლის კოდექსთანაც არამიშავს ურთიერთობა მაქვს... წინა საქმეზე მე დავუმტკიცე სასამართლოს, რომ პროკურატურა ატყუებდა და თვალწინ უყალბებდა მტკიცებულებებს....
ნებისმიერი ჩემი უკმაყოფილება, ბრაზი არ მინდა პირად შეურაცხყოფად მიიღოთ... პირველივე სასამართლო სხდომაზე, პირველივე წინადადებაში, ბატონმა პროკურორმა იცრუა, ეს არ ვიცი შეგნებულად გააკეთა თუ კადრები არ უნახავს. არ მიყვარს ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ტუმცა სისტემა შეურაცხყოფილია, წაქცეულია, განადგურებულია, სულს ღაფავს..
იცრუა, როცა თქვა, რომ ჩხვირკია პრეზიდენტის ეზოში მოქმედებებს აწარმოებდა... ზუსტად ვიცი ჩემი მოქმედებები, წამი-წუთი ვიცი, სად გავიარე და რა გავაკეთე...ზუსტად მახსოვს რომელ კადრზეა ლაპარაკი, როცა მე ეს მოქმედებები ვიდეოზე არ მინახავს. როცა დამაკავეს ვუთხარი მოიტანეთ ყველაფერი მეთქი, ყველა კამერა, მაგრამ დღეს არ გვაქვს საშუალება ამოვიღოთ პრეზიდენტის შენობაზე დაყენებული კამერები, რომელიც უყურებს ეზოს...
ბატონმა პროკურორმა იცრუა, არ ვამბობ, რომ შეგნებულად, არ ვაყენებ შეურაცხყოფას.. ეს არის ფაქტი, საერთოდ არ ვარ ეზოში, ვდგავარ ასფალტზე, გაზმა შემაწუხა, ავიფარე სახეზე ხელი, სუნთქვა მიჭირდა, კი არ შემასხეს, ეტყობა გასხმული იყო, ღრუბელი გაზის დამეჯახა და ცუდად გამხადა. თვალდახუჭულმა დავინახე ციმციმი სასწრაფოსი და ცალ თვალს ვახელდი, რომ იქამდე მივსულიყავი
თუ მე დღეს მოგატყუებთ და ტყუილში გამომიჭერთ, გაქვთ უფლება ხვალინდელი ჩემი არც ერთი სიმართლე არ დაიჯეროთ.
მურთაზ ზოდელავას ვიცნობ დიდი ხანია, ჩემს უფროს მეგობრად ვთვლი, ირაკლისაც ვიცნობ, პაატაც გავიცანი, ბურჭულაძეს ერთხელ ან ორჯერ მყავს ნანახი, ახლო კომუნიკაცია არ მქონია.. ჩემი გამოცდილება 2017-2018 წლიდან გამომდინარე და ის უნარები, რაც ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ შემძინა, მეხმარება იმაში, რომ წინასწარ განვსაზღვრო...
შემთხვევით არ აღმოვჩენილვარ, ჩემი ნებით წავედი, გავყევი ხალხის მასას და პირველად იქ არ ვყოფილვარ, აქცია არ მაქვს გამოტოვებული ალბათ, სადაც არ ვყოფილვარ, არასდროს მიძალადია, ერთხე დამაკავეს ინტერვიუს გამო ბათუმში და გამამართლეს...ჩავედი თუ არა დავინახე იყო მოგლეჯილი ღობე. და ადამიანების გარკვეული რაოდენობა გადადიოდა და გადმოდიოდა...მუხლობრივად შეიძლება არ ვიცოდი, მაგრამ ჩემთვის გასაგები იყო, რომ თუ მე იქ გადავიდოდი სურათის გადასაღებად დამეკისრებოდა პასუხისმგებლობა.. ყაველაშვილის დასაჭერად იქ არ შევდიოდი, არ შევსულვარ, ფეხი არ გადამიდგამს ეზოში, არ მისვრია, არავინ დამიზარალებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მე იმ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მქონდა, ამის უფლება ჯერჯერობით არავის ჩამოურთმევია...
...ჩემი მხრიდან აბსოლუტურად გააზრებულად არ ჰქონია რაიმე დანაშაულებრივ მოქმედებას ადგილი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროკურორმა იცრუა, ჩემს თავში დავიტოვებ, რომ კადრები არ უნახავს...13-წამიანი მტკიცებულებაა, სადაც 45%-ით ვარ აღბეჭდილი, ვაღიარებ, ვიყავი, ეს დანაშაული არ არის.
სსკ-ის 225-ე მუხლს აქვს სტანდარტები, მედავებიან მონაწილეობას, უმოქმედობით ვერ...“
აგრძელებს ჩხვირკია: „წელიწადზე მეტია მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაცია არ მქონია, არც ოქტომბრის წინა პერიოდში“.
მოსამართლე აჩერებს, სიღრმეებში მიდიხართ, აქ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტზეა საუბარიო.
„მე მინდა ჩემი სიმართლე დაგანახოთ“, - ამბობს ის და აგრძელებს: „აარაფერი შეუცვლელი არ არსებობს, ერთადერთი რაც არ იცვლება არის ის, რომ ყველაფერი იცვლება, ვიფიქრე იქნებ ეს სხდომის ოქმი, როცა ყველაფერი შეიცვლება საჩემოდ გამოვიყენო, იმიტომ მოვედი და ვქაქანებ ამას....
ორი თვეა ვიმყოფები ციხეში..დღეს ჩემი ორი მშობლიდან ერთი იმიტომ ვერ ესწრება, რომ ცოცხალი არ არის და მეორე ვერ მოვიდა სასამართლოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე...
მიმალვის საფრთხე ზედმეტია, მზად ვარ პასპორტი ჩავაბარო
ჩემს საქმეში არ არის მოწმე, რომელიც იტყვის, რომ ირაკლი ჩხვირკია დაინახა... რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვახდინო მოწმეებზე ზემოქმედება და გავანადგურო მტკიცებულებები??
მართლა სჯერა ვინმეს, რომ ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ტაქსაობდა, ღარიბაშვილისგან და ბურჭულაძისგან განსხვავებით უფრო საშიშია, შემოვიპარები თქვენს ოთახში და მტკიცებულებებს გავანადგურებ?
...არ მეშინია ციხის, გაჭირვება გამოვიარე, ომი, სასიკვდილო დაავადება.. ციხე ვერ შემაშინებს, დომინოს ვთამაშობ და ტელევიზორს ვუყურებ...
მესამე რა არის გამახსენეთ? - [ახალი დანაშაული- გაისმა დარბაზშიი]
...მე ხომ არ ვარ ქურდობაზე, ძალადობაზე, ამფეტამინის შენახვაზე, ანუ ისეთ დანაშაულზე, რომ რეციდივად ჩამეთვალოს, 2003 წელს ვერ მოვასწარი რევოლუციაში მონაწილეობა ეს რომ ჩაგეთვალათ რეციდივათ, სკოლაში ვსწავლობდი....
არსებობს საფრთხე იმისა, რომ 9 თვის განმავლობაში გამოვშტერდე, დეპრესია დამემართოს, ბებიაჩემი მოკვდეს ნერვიულობით, დედაჩემი...ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს როცა ამბობს პროკურატურა - სასამართლოს მაინც ეცით პატივი
ჩვენ გასაგებია, რომ ქალებად, კაცებად, ადამიანების შვილებად არ გვთვლით... ელემენტარული სტანდარტები მაინც დაიცავით....“.
„ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და შინაგანი რწმენით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თითოული ადამიანი უნდა იყოს საკუთარ თავთან და ღმერთთან მართალი... ვინც არ უნდა იყოს თქვეს ზევით რაგნით, წოდებით, უფლებამოსილებით, ფულით, ჩვენს ზევით არის მხოლოდ ღმერთი“, - ამბობს ირაკლი ჩხვირკია და ასე ასრულებს თავის გამოსვლას: „არ მეშინია პატიმრობის, არ მეშინია ციხის..“
მისივე განცხადებით, ორი თვეა ციხეშია, თუმცა მასთან ერთხელაც კი არ მისულა გამომძიებელი და დაუკითხავს. იქნებ რას ვამბობდიო, „იქნებ სასჯელის შიშით, რაღაცას ვამბობ და ვეხმარები გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დაგდენაშიო“.
„სირცხვილია ამხელა შეურაცხყოფის მიყენება“, - თქვა ჩხვირკიამ.
16:45 - პროკურორი ვაჟა თოდუა პასუხობს ირაკლი ჩხვირკიას: „მართალია, ჩხვირკია ამბობს, რომ გზის სავალ ნაწილზე ვიდექი და არ შევსულვარ ეზოშიო, ადის დაზიანებულ ნაწილზე კარის დაზიანებული შესასვლელის და სხვებს მოუწოდებს შემოდიო“.
პასუხობს ისევ ჩხვირკია: „თავიდან პროკურორმა თქვა ეზოში და ახლა თქვა: ეზოსთან.
„ში“ და „სთანის“ გამო შეიძლება ომები დაიწყო.
მას აინტერესებს, მოწოდება რაში გამოიხატა, რადგან ამასაც სტანდარტი აქვს და შედეგიც უნდა დადგეს.
„ჩემი მოწოდების საფუძველზე, მოვიდა ორი ადამიანი ჩემთვის უცნობი და სასწრაფოსთან მიმიყვანა, ეს იყო მოწოდების შედეგი“, - ამბობს ის.
ფორუმი