Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

17:05 26.11.2025

16:52 - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და ათივე ბრალდებული, მათ შორის დაუსწრებლად ირაკლი შაიშმელაშვილი პატიმრობაში დატოვა.

„ჩვენ არ ვახდენთ წინა გადაწყვეტილების რევიზიას, ამის უფლებამოსილება აქვს ზემდგომ სასამართლოს, ჩვენ უნდა შევაფასოთ, ხომ არ გამოვლენილა ახალი გარემოებები. ის, რომ გამოძიება დასრულებულია, გარკვეულწილად ამცირეს მოწმეებზე ზემოქმედების და მკიცებულებების განადგურების საფრთხეს, მაგრამ რჩება სხვა გარემოებები... ეს საფრთხეები იმ ხარისხით არსებობს, რა ხარისხითაც არსებობდა პირველი წარდგენის სხდომაზე“, - ამბობს ის.

17:08 26.11.2025

17:04 - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის მტკიცებულებები დაურთო საქმეს, როგორც სადავო.

18:59 26.11.2025

17:47 - ადვოკატი ბექა ბასილაია მოითხოვს სასამართლოში დაიკითხოს მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე. პროკურატურა არ ეთანხმება მას და ამბობს, რომ „დაცვის მხარე კობახიძის დაკითხვას მხოლოდ პოლიტიკური განცხადების გამო ითხოვს" და ამიტომ ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამას გარდა, დაცვის მხარე სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის დაკითხვასაც ითხოვს. პროკურატურა ამჯერადაც წინააღმდეგია.

19:00 26.11.2025

17:52 - ადვოკატი ბექა ბასილაია მოითხოვს საქმეს დაერთოს ვიდეო, სადაც ასახულია მომღერალი უცნობი როგორ იჭრება სტრატეგიული ობიექტის ეზოში და აქვს მოთხოვნები: „ბავშვები გამოუშვით“.

„ამბავი არის ის, რომ მაუწყებლის ჟურნალისტზე იძალადეს და ამ მოძალადეების გათავისუფლებას მოითხოვდა...ჩვენ უცნობის გასამართლებას კი არ ვითხოვთ, გვინდა ვაჩვენოთ, რა ბედი ეწია მას, ექვსწლიანი მუხლი წარუდგინეს? არა, იმავე დღეს გაათავისუფლეს, რამდენიმე საათში...".

პროკურატურა მოითხოვს არ დაერთოს საქმეს აღნიშნული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG